1 4 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ძველ თბილისში „ალფა ფროფერთის“ პროექტი - Garden Hills შენდება

თიბისის მხარდაჭერით, ჩუღურეთის რაიონში, ოთარ კაპანაძის ქუჩაზე, კომპანია “ალფა ფროფერთის” მსხვილი პროექტი - Garden Hills შენდება. 

 

ახალი უბანი ძველ, ისტორიულ თბილისში, 30 000 კვ.მ ფართობ ტერიტორიას მოიცავს.

 

კომპანია “ალფა ფროფერთი” მაცხოვრებლებს თანამედროვე უბანს სთავაზობს, სადაც ყველა ის სივრცეა თავმოყრილი, რაც დღეს მობინადრეს სრული კომფორტისთვის სჭირდება.

 

დაბალი განაშენიანების პროექტი 5 სართულიანი 8 საცხოვრებელი სახლისგან შედგება, რომელიც 300 ბინას და კომერციულ ფართებს აერთიანებს.

 

კომპლექსის უმნიშვნელოვანესი ელემენტი რეკრეაციული და მწვანე სივრცეებია, 4 სეზონზე გათვლილი მარადმწვანე ეზოთი.

 

პროექტის ინფრასტრუქტურა 2 სპორტულ და 1 საბავშვო მოედანს, მიწისზედა და მიწისქვეშა პარკინგის სივრცეებს აერთიანებს. ტერიტორიაზე მოეწყობა საბავშვო ბაღი, სუპერმარკეტი და აფთიაქი.

 

კომპლექსის ტერიტორიაზე, მაცხოვრებლების უსაფრთხოებას დაცვის თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფენ.

 

საცხოვრებელი ბლოკები 8-ბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი და ენერგოეფექტური მასალებისგან შენდება, რაც მაცხოვრებლებს კომუნალური ხარჯების დაზოგვის საშუალებას მისცემს.

 

პროექტი გათვლილია როგორც ოჯახებსა და წყვილებზე, ასევე, ქალაქის მთავარ ტურისტულ ლოკაციებთან სიახლოვის გათვალისწინებით - საინვესტიციო მიზნებზეც.

 

Garden Hills, თიბისისთან პარტნიორობის ფარგლებში, მსურველებს გადახდის მოქნილ პირობებს სთავაზობს.

 

პროექტის დასრულება 2025 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

 

პროექტის შესახებ დეტალებს გაეცანით ბმულებზე:

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...