1 4 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

კომპაქტური ავტომობილი არასტანდარტული შესაძლებლობებით- VOLVO EX30-ის მედია ტური ბარსელონაში

ჭკვიანი, მძლავრი, ტექნოლოგიური და ყველაზე სწრაფი ვოლვო კომპანიის ისტორიაში - შვედურმა ბრენდმა თავისი სრულად ელექტრული ავტომობილის პრეზენტაცია ესპანეთში, კონკრეტულად კი ბარსელონაში გამართა. VOLVO EX30 კომპანიის ტოპ-მენეჯმენტმა ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ ათეულობით მედიის წარმომადგენელს გააცნო. „ვოლვო ქარ საქართველოს“ ინიციატივით, მედიატურში მონაწილეობის შესაძლებლობა ქართველ ჟურნალისტებსაც ჰქონდათ. სიახლე, რომელზეც ავტომწარმოებელი დიდ იმედს ამყარებს, უახლოეს მომავალში საქართველოს ბაზარზეც გამოჩნდება. „ვოლვო ქარ საქართველოს“ ახალ შოურუმში VOLVO EX30 ქართველი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ივნისიდან იქნება. 

გაგა კოხრეიძე, ვოლვო ქარ კავკასიის” დირექტორი: EX30 არის ახალი სიტყვა ვოლვოს სამოდელო რიგში. დიდი ხანია კომპანიას ამ მასშტაბის სიახლე არ ჰქონია. ის ძალიან კონკურენტულია, მისი მანძილის დიაპაზონი 500 კილომეტრამდეა, საწყისი ფასი კი - 39 000 ევროდან. პრემიუმ სეგმენტისთვის, სადაც ვოლვო ოპერირებს, ეს საკმაოდ მიმზიდველი ღირებულებაა. ვოლვო ქარ საქართველოს შოურუმში EX30 უახლოეს მომავალში გამოჩნდება“.

პატარა ზომის SUV ვოლვოს ფინანსურმა დირექტორმა BJORN ANNWALL-მა წარადგინა და როგორც მან აღნიშნა, EX30 კომპანიის ისტორიის ახალი თავია და ის გახდება ახალი სტანდარტი ელექტრომობილების გლობალური ბაზრისთვის. 

ხარისხი, თანამედროვე ტექნოლოგიები, ეკოლოგიური სტანდარტები - ამ ყველაფერთან ერთად, EX30 ბაზარზე ფასისა და ხარისხის იდეალური კომბინაციაა.

რაც შეეხება თავად ავტომობილს, ბარსელონაში შეკრებილ ჟურნალისტებს რამდენიმე კომპლექტაციის ავტომობილის მართვის საშუალება ჰქონდათ. Twin Motor Performance - სიმძლავრე 315kW/428hp, ერთი სრული დამუხტვით თქვენ 450 კილომეტრის დაფარვას შეძლებთ. EX30 პერფორმანსი 0-დან 100 კმ-მდე აჩქარებას 3.6 წამს ანდომებს.

EX30 ასევე წარმოდგენილია ერთამძრავიანი ვერსიით. წამყვანი თვლები უკანა (RWD). სიმძლავრე 200kW/272hp. მანძილის დიაპაზონი 344 კმ. 0-დან 100 კმ-მდე აჩქარება 5.4 წმ.

კიდევ ერთი კომპლექტაცია, Single Motor Extended Range, ყველაზე მეტ მანძილის დიაპაზონს გვთავაზობს. ერთი სრული დამუხტვით აღნიშნული კომპლექტაციის EX30 472 კილომეტრის გავლას ახერხებს. რაც შეეხება დამუხტვის სიჩქარეს, სწრაფ დამტენზე 10-დან 80% დატენას 26 წუთი სჭირდება.

--

ინფორმაციისთვის, შვედურ ავტომწარმოებელს, საქართველოსთან ერთად, კავკასიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში „ვოლვო ქარ კავკასია“ წარმოადგენს. „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია 2019 წლიდან პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. საერთაშორისო ბაზარზე სხვა წარმომადგენლობებთან ერთად, „ვოლვო ქარ კავკასიაც“ სრულად მიჰყვება სკანდინავიური ბრენდის მიზნებსა და კონცეფციას. თბილისში არსებული მომსახურების ცენტრი პირველი ლოკაციაა კავკასიის რეგიონში, რომელიც VRE კონცეფციით შეიქმნა და იმ შოურუმების ანალოგია, რომლებიც ბრენდის სამშობლოში, შვედეთშია წარმოდგენილი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...