1 6 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Black Friday „ავტო გალერიში “ - 50 000 ლარამდე ფასდაკლება ელექტრომობილებზე

ავტოტრანსპორტის ელექტრიფიკაცია 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი ტენდენციაა. მსოფლიო ავტოინდუსტრიის ბრენდები ამ ცვლილებაზე სწრაფად რეაგირებენ და შედეგიც აშკარაა - წარმოება გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისია. 

 

საავტომობილო ინდუსტრიაში ეს გარდატეხა მოულოდნელი არ ყოფილა. ავტოექსპერტებისპროგნოზი კონკრეტულ ფაქტებს ემყარებოდა: ელექტრომობილი ეკომეგობრული ტრანსპორტია და არ აქვს არავითარი გამონაბოლქვი. ასევე, მცირე რაოდენობით საჭიროებს ისეთ დამაბინძურებელ სითხეებს, როგორებიცაა ძრავის ზეთი და ძრავის გამაგრილებელი სითხე. თითქმის არ სჭირდება დრო და ფინანსები სერვისსა და ტექნიკურ მომსახურებაზე. ელექტრომობილები ნაკლებად ხმაურიანია და უფრო კომფორტული დაძვრისა და აქსელერაციის საშუალებას იძლევა.

 

„თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ავტო გალერი“სწრაფად მოერგო ტენდენციას და  უკვე წლებია, რაც მომხმარებელს ელექტრომობილების ფართო არჩევანს სთავაზობს. კომპანიის მთავარი პრიორიტეტი სწორედ ელექტრომობილების პოპულარიზაცია და მომხმარებლებში მათ შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. 

 

ამ მიზნის გათვალისწინებით, „ავტო გალერის“ მომხმარებლები ელექტრომობილებზე განსაკუთრებული შეთავაზებებით ხშირად სარგებლობენ. გამონაკლისი არც Black Friday-ა, რომლის ფარგლებშიც სპეციალურად შერჩეულ ელექტრომობილებზე 50 000 ლარამდე ფასდაკლება იმოქმედებს. 

 

შეთავაზება ეხება სწორედ იმ მოდელებს, რომლებზეც მომხმარებელთა მხრიდან მოთხოვნა მაღალია და  განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩევა. საუბარია 20-ამდე ბრენდის მოდელზე, მათ შორის არის Tesla Model 3, Polestar 2 და Polestar 2 Performance, Honda NS1, Toyota Corolla Hybrid და სხვები.

 

ლევან თაღიაშვილი, „ავტო გალერის” მარკეტინგის  ხელმძღვანელი: „ავტო გალერი“ მომხმარებელს „შავ პარასკევს“ განსაკუთრებულ აქციებს ყოველ წელს სთავაზობდა. თუმცა ეს შემთხვევა განსაკუთრებულია - წელს გადავწყვიტეთ,გამორჩეულად დასამახსოვრებელი კვირეული მოგვეწყო. შევარჩიეთ 20-ამდე ავტომობილი, რომლებზეც 50 000 ლარამდე ფასდაკლებაგავრცელდება. ავტომოყვარულებს საშუალებას ვაძლევთ, ამ ფასდაკლებებით არა მხოლოდ ერთი დღით, არამედ ერთი კვირის განმავლობაში ისარგებლონ. ავტომობილისშ ეძენა მარტივი გადაწყვეტილება არ არის, ამიტომ მომხმარებელს მოსაფიქრებლად ხანგრძლივ დროს ვაძლევთ მათივე კომფორტისთვის“,  

 

„ავტო გალერის“ სპეციალური შეთავაზება 20-იდან 28 ნოემბრამდე გაგრძელდება. თანამედროვე ელექტრომობილების შერჩევა კომპანიის შოურუმშია შესაძლებელი, სურვილის შემთხვევაში კი მომხმარებლები ტესტდრაივით სარგებლობასაც შეძლებენ. 

 

„შავი პარასკევის“ ფასდაკლებით სარგებლობა შეეძლებათ როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურპირებს. მნიშვნელობა არ აქვს, თანხა  სრულად გადაირიცხება თუ საბანკო განვადების გზით. უპრეცედენტო აქცია „ავტო გალერის“ ყველა მომხმარებელზეა გათვლილი.

 

 

-----

 

„თეგეტა ჰოლდინგის“  ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“  შემავალი კომპანია  „ავტოგალერი“  ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. მულტიბრენდულ შოურუმში წარმოდგენილია

როგორც ახალი, ისე მეორადი ელექტრომობილების ფართო არჩევანი. ეკომეგობრული ავტომობილების გარდა, კომპანიას დეფიციტური და ექსკლუზიური ავტომობილებიც შემოჰყავს. 2020 წლიდან  „ავტოგალერი“  NIU-ს ელექტრომოპედების ოფიციალური პარტნიორი და შემომყვანია ქართულ ბაზარზე. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა ეკოლოგიაზე ზრუნვაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...