1 6 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Განახლებული პაკეტები SABA Reader-ისგან

 

SABA Reader-ის განახლებული აპლიკაციით სარგებლობა მკითხველებმა 2019 წლიდან დაიწყეს. Მას შემდეგ აპლიკაციას ათასობით ახალი წიგნი და  მკითხველი შემოუერთდა. Გასული 4 წლის განმავლობაში “საბა” მკითხველებს სამი პაკეტის სამ სხვადასხვა ვადას სთავაზობდა, ამ პაკეტების ნაწილი კი მკითხველს მხოლოდ ელექტრონულ წიგნებზე აძლევდა წვდომას.  მათ არ ჰქონდათ საშუალება ესარგებლათ ხმოვანი წიგნების ასორტიმენტით. Დროსთან ერთად  აპლიკაციის კონტენტი გაიზარდა, განსაკუთრებით  იმატა ხმოვანი წიგნებით დაინტერესებამ. Დღესდღეობით “საბას” აპლიკაცია 1000-მდე ხმოვან ბესტსელერს აერთიანებს. 2023 წელს აპლიკაციამ ასევე დაამატა ხელოვნური ინტელექტით გახმოვანებული წიგნებიც, რომელიც ინოვაციური პროდუქტია და მკითხველთა გამოხმაურების პარალელურად ეტაპობრივად იხვეწება. 

 

 ხმოვან წიგნებზე დიდი მოთხოვნის გამო “საბას” გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება განეახლებინა აპლიკაციის პაკეტები,  გაეთვალისწინებინა მკითხველის სურვილები, მათთვის არჩევანი გაემარტივებინა. 

 

რა პაკეტებს გთავაზობს განახლებული SABA Reader-ი?

 

Განახლებული პაკეტები 2 სხვადასხვა შეთავაზებას მოიცავს:

 

Კლასიკი - 2 წიგნიანი პაკეტი - 6.99 ლარი 

Პრემიუმი - 4 წიგნიანი პაკეტი - 12.99 ლარი 

 

Რას მოიცავს თითოეული პაკეტი? 

 

Კლასიკი - 2 წიგნიანი პაკეტი:


  • 14 დღიანი საცდელი ვერსია
  • Წვდომა ყველა ელექტრონულ წიგნზე
  • Წვდომა ყველა ხმოვან წიგნზე
  • Ერთდროულად 2 წიგნი
  • Ჯამური კითხვის დრო
  • Გადაბმულად კითხვის დღეები

 

Გარდა იმისა, რომ აღნიშნული პაკეტის წინა ვერსიისგან განსხვავებით გაორმაგებულია წიგნების კვოტა, ასევე, განახლებული პაკეტის მომხმარებლები შეძლებენ ხმოვანი წიგნების სრულ ასორტიმენტზე წვდომასაც. “Ჯამური კითხვის დრო” და “გადაბმული კითხვის დღეები” კი დაეხმარება მკითხველს თვალი ადევნოს პირად სტატისტიკას და შეეცადოს კითხვა მისი ყოველდღიურობის ნაწილი გახდეს.

 

Პრემიუმი - 4 წიგნიანი პაკეტი:

  • 14 დღიანი საცდელი ვერსია
  • Წვდომა ყველა ელექტრონულ წიგნზე
  • Წვდომა ყველა ხმოვან წიგნზე
  • Ერთდროულად 4 წიგნი
  • Ჯამური კითხვის დრო
  • Გადბმულად კითხვის დღეები
  • Სწრაფი კითხვა
  • Კომენტარების სინქრონიზაცია

 

Განახლებულ პრემიუმპაკეტში კი მკითხველებს საშუალება ექნებათ გამოიყენონ როგორც სწრაფი კითხვის ფუნქციონალი, ასევე,  კომენტარების სინქრონიზაციის/შენახვის ახალი ფუნქცია, რომელსაც მომხმარებელი დიდხანს ელოდა.

 

Რა ვადითაა შესაძლებელი პაკეტის შეძენა?

 

Პაკეტები 1 თვის ან 1 წლის ვადით შეგიძლიათ შეიძინოთ. 1 წლით პაკეტის შეძენისას კი აპლიკაცია ავტომატურად გაგიკეთებთ -25%-იან ფასდაკლებას.

Ვინ ისარგებლებს განახლებული პაკეტებით?

 

Განახლებული პაკეტებით ნებისმიერი მკითხველი შეძლებს სარგებლობას, თუმცა SABA Reader-ის ამჟამინდელ გამომწერებს პაკეტები გაუუმჯობესდებათ წინა პაკეტების ღირებულებით, ისინი ახალი ფასებით მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებენ სარგებლობას, როცა მათ ამჟამინდელ პაკეტს ვადა ამოეწურება. 

 

თუ ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ, საბას აპლიკაციით სარგებლობისას დამატებითი კითხვები გაგიჩნდება, შეგიძლია ნებისმიერ დროს მოგვმართო: https://www.facebook.com/saba.com.ge/

 

Მანამდე კი გადმოწერე აპლიაკცია SABA Reader, დაიწყე უფასო 14 დღიანი საცდელი ვერსიით სარგებლობა და შეარჩიე შენზე მორგებული პაკეტი: https://sabamobile.app.link/Iwvb9pC6Zdb 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...