1 8 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„პორშე ცენტრი თბილისი“ მსოფლიო დასუფთავების დღის აღნიშვნაში ჩაერთო

 

16 სექტემბერს, მსოფლიო დასუფთავების დღესთან დაკავშირებით, 200-ამდე ქვეყანაში დასუფთავების აქცია მოეწყო. მილიონობით მოხალისე გარემოზე ზრუნვის მიზნით გაერთიანდა. გლობალურ ინიციატივას საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „პორშე ცენტრი თბილისი“ შეუერთდა.

მსოფლიო დასუფთავების დღის ფარგლებში, „პორშე ცენტრი თბილისის“ თანამშრომლებმა თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბუნებრივად გამწვანებული ტერიტორია და ერთადერთი შემორჩენილი ჭალების ტყე - დიღმის ჭალები დაასუფთავეს.

თამარ ხოსროშვილი, პორშე ცენტრი თბილისის" მარკეტინგის ხელმძღვანელი: "გარემოზე ზრუნვა და მისი მოფრთხილება „პორშე ცენტრი თბილისისთვის“ ძალიან მნიშენლოვანია. ნარჩენების პრობლემის დაძლევა დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, გარემოზე ზრუნვა კი - თითოეული ჩვენგანის მოვალეობა. სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, სიხარულით ვერთვებით მსოფლიო დასუფთავების აქციაში. წელს პორშეს გუნდმა, დიღმის ჭალების ტერიტორია დავასუფთავეთ და ჯამში, 100 კგ-ზე მეტი ნარჩენი შევაგროვეთ, მათ შორის პლატმას, მინა და ალუმინი. მნიშვნელოვანია, რომ შეგროვებული ნარჩენები  პარტნიორ ორგანიზაციებში გავგზავნეთ გადასამუშავებლად. გარდა ამისა "პორშე ცენტრი თბილისი“ აქტიურად მუშაობს მწვანე ოფისის მიმართულებითაც. სწორედ ამ მიზნით, მსოფლიო დასუფთავების დღესთან დაკავშირებით, შოურუმსა და ოფისში მეორადი პლასტმასისა და ქაღალდის შეგროვებისთვის მწვანე ყუთები განვათავსეთ.

დასუფთავების აქცია „დიღმის ჭალების გარემოსდაცვითი მუზეუმის“ მხარდაჭერით გაიმართა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა „პორშე ცენტრი თბილისის“ ოფისში თანამშრომლებს ნარჩენების მართვისა და გადამუშავების წესები გააცნეს. ასევე მიაწოდეს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლია თითოეულ ჩვენგანს ბუნების დაბინძურების თავიდან ასაცილებლად და რა შესაძლებლობები გვაქვს იმისთვის, რომ გარემოზე ვიზრუნოთ.

ანა ტრაპაიძე, დიღმის ჭალების გარემოსდამცველი აქტივისტი: „დიღმის ჭალები თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორიაა - სარეკრეაციო სივრცე, რომელიც განსაკუთრებულადაა დაბინძურებული სამშენებლო ნარჩენებით. გასატანი ნარჩენების პარალელურად, ტერიტორია მოქალაქეების მხრიდანაც დაბინძურების ადგილადაა ქცეული. დასუფთავების მსოფლიო დღის ფარგლებში, „პორშე ცენტრი თბილისის“ თანამშრომლები გაეცნენ ნარჩენებთან გამკლავების პრობლემას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა კომპანიისგან, რომელსაც სურს, გახდეს კიდევ უფრო პასუხისმგებლობიანი ბიზნესი. ამ კონკრეტული აქციის ფარგლებში, „პორშეს“ წარმომადგენლებს გავაცანით დიღმის ჭალები, მისი სარეკრეაციო მნიშვნელობა. ესაა ორმხრივი თანამშრომლობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. შედეგები არ იქნება თვალსაჩინო, თუ საკუთარი თვალით არ ვნახეთ, რა მდგომარეობაშია დაბინძურებული ტერიტორიები და რა შეიძლება გაკეთდეს ამ პრობლემასთან გასამკლავებლად. დიღმის ჭალები ამ მხრივ კარგი მაგალითი იყო“.

დიღმის ჭალებში ნარჩენები სწორედ ამ გაზიარებული წესების მიხედვით შეგროვდა და გადასამუშავებლად პარტნიორ ორგანიზაციებს გადაეცა.

დასუფთავების მსოფლიო დღე 2008 წლიდან აღინიშნება და 200-ამდე ქვეყანაში მილიონობით მოხალისეს აერთიანებს. მთავრობის, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და კომპანიების წარმომადგენლები ერთიანდებიან მდგრადი განვითარების ხელშეწყობისა და  საერთო ძალისხმევით ნარჩენების გლობალური პრობლემის დაძლევის  მიზნით.

 

--

პორშე ცენტრი თბილისი თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია  მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს.  შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც "პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...