0 0 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

SOLO ჰარი პოტერი™-ს საკონცერტო კინოჩვენების სერიას იწყებს

უყურეთ ფილმს „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა™“ საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით.

 

14 იანვარს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში პირველად, ქართველ მაყურებელს ექნება შესაძლებლობა, SOLO-სთან ერთად უყუროს ფილმს „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა™“ ჯონ უილიამსის დაუვიწყარი საორკესტრო ნაწარმოების ცოცხალი შესრულების თანხლებით.

 

„ჰარი პოტერი™-ს საკონცერტო კინოჩვენების“ ფარგლებში, ფილმს „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა™“ მუსიკალურად გააფორმებს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი საერთაშორისოდ აღიარებული ბრიტანელი დირიჟორის, ტიმოთი ჰენტის ხელმძღვანელობით.

 

კრიტიკოსების მიერ აღიარებული ტიმოთი ჰენტის მუსიკალური კარიერა მრავალ მსოფლიო დონის ვარსკვლავთან ერთად შესრულებულ კონცერტებს ითვლის. ის დირიჟორობდა ისეთი საერთაშორისო დონის სოლისტების გამოსვლებს, როგორებიც არიან მაქსიმ ვენგეროვი, ვეინ მარშალი, ალფი ბო, შლომო მინცი და სხვა. ენტონი ბეიკერთან თანამშრომლობით, მან შექმნა გილბერტისა და სალივანის დაკარგული ოპერის „თესპისის“ ახალი ვერსია. იგი ასევე დირიჟორობს საორკესტრო კინოჩვენებებს, მათ შორის CineConcerts-ისა და Warner Bros. Consumer Products-ის მიერ შექმნილ წარმოდგენებს, რომელთა რიცხვსაც მიეკუთვნება: ჰარი პოტერი, გლადიატორი, ნათლია, ცხოვრება მშვენიერია, Star Trek: The Ultimate Voyage და მრავალი სხვა.

CineConcerts-ისა და Warner Bros. Consumer Products-ის ინიციატივით, „ჰარი პოტერი™-ს საკონცერტო კინოჩვენები“ 2016 წლიდან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება და პრემიერის პირველი დღიდან მოყოლებული, უკვე სამმა მილიონმა ადამიანმა შეაბიჯა ჰარი პოტერი™-ს ჯადოქართა სამყაროში. 2025 წლამდე მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, მსოფლიოს 48-ზე მეტ ქვეყანაში 1434 კონცერტი არის დაგეგმილი. კინოჩვენებების პარტნიორის, SOLO-სა და Mastercard-ის მხარდაჭერით კი, ამ ქვეყნების რიცხვშია საქართველოც.

 

SOLO-ს, როგორც კინოჩვენებების პარტნიორის ინიციატივით, წელს ქართველი მომხმარებლები დაუვიწყარი გამოცდილების ნაწილი გახდებიან - მათ ექნებათ შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ შეაღონ კარი ჰარი პოტერი™-ს ზღაპრულ სამყაროში, მოუსმინონ ჯონ უილიამსის ნაწარმოებების საორკესტრო შესრულებას, იმოგზაურონ საყვარელი გმირების კვალდაკვალ და შექმნან დაუვიწყარი მოგონებები,“- განაცხადა საქართველოს ბაკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ეთერ ირემაძემ.

 

ფილმში „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა™“ საკუთარ მეთერთმეტე დაბადების დღეზე, ჰარი პოტერი™ იგებს, რომ მისი მშობლები ჯადოქრები არიან და მას მაგიური ძალა გააჩნია. ჰოგვორტსის სკოლაში ჯადოქრობის ხელოვნების დაუფლების, ქვიდიჩის შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღებისა და „ცოცხალი“ ჭადრაკის თამაშის პარალელურად, ის ბოროტ ჯადოქართან საბრძოლველად ემზადება, რომელსაც მისი განადგურება სურს.

 

როგორც ჯასტინ ფრიერი, CineConcerts-ის პრეზიდენტი და ჰარი პოტერი™-ს კინო-კონცერტების სერიის პროდიუსერი და დირიჟორი განმარტავს, „ჰარი პოტერი™-ს ფილმების სერია ის იშვიათი კულტურული ფენომენი, რომელსაც მსოფლიოში მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ჰარი პოტერი™-ს მოყვარულებს ვაძლევთ შესაძლებლობას, იხილონ საყვარელი ფილმები სიმფონიური ორკესტრის მიერ ჯილდოს მფლობელი ნაწარმოებების შესრულების თანხლებით. ეს დაუვიწყარი გამოცდილებაა“.

 

ბრედი ბობიენი, CineConcerts-ისა და ჰარი პოტერი™-ს კინო-კონცერტების სერიის პროდიუსერი, კი აღნიშნავს, რომ „ჰარი პოტერი™ მთელ მსოფლიოში აღფრთოვანების სინონიმად იქცა. ვიმედოვნებთ, რომ კინოჩვენება, ჯონ უილიამსის მუსიკალური ნაწარმოებების შესრულების თანხლებით, მაყურებელს ჯადოქართა სამყაროში დააბრუნებს“.

 

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო და მათი შეძენა 31 დეკემბრამდე მხოლოდ SOLO Mastercard World Elite ბარათით იქნება შესაძლებელი. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ tkt.ge-ს.

 

ჰარი პოტერი™-ს ფილმების კონცერტების სერიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს www.harrypotterinconcert.com.

 

 

CineConcerts-ის შესახებ - Twitter | Facebook | Instagram

CineConcerts-ი ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა გლობალურ ბაზარზე, რომელიც ვიზუალური მედიის საშუალებით ცოცხალ და ციფრულ მუსიკას ქმნის და სრულიად ცვლის გართობის ინდუსტრიას. CineConcerts-ის დამფუძნებლები პროდიუსერი და დირიჟორი ჯასტინ ფრიერი და პროდიუსერი/მწერალი ბრედი ბობიენი არიან. შექმნის დღიდან CineConcerts-ი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ორკესტრებთან და დარბაზებთან თანამშრომლობს, მათ შორის: ჩიკაგოსა და  კლივლენდის სიმფონიურ ორკესტრთან, ლონდონის, ლოს-ანჯელესის და ნიუ-იორკის ფილარმონიებთან... CineConcerts-ის მიერ გამართული ჩვენებები კი მსოფლიოში აღიარებულ ისეთ ფილმებს ითვლის, როგორებიცაა: ელფი, პოლარული ექსპრესი, და ვინჩის კოდი, გლადიატორი, ნათლია, ცხოვრება მშვენიერია,  Star Trek: The Ultimate Voyage,  საუზმე ტიფანისთან, შობის ღამის სიზმარი...

Warner Bros./WarnerMedia Consumer Products-ის შესახებ:

WarnerMedia კომპანია - Warner Bros. Consumer Products (WBCP), მთელი მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებელს სტუდიის მფლობელობაში არსებული გასართობი ბრენდებისა და ფრანჩაიზების დაუვიწყარ პორტფოლიოს სთავაზობს. Warner Bros. Consumer Products-ი თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან და გამომცემლობებთან, როგორებიცაა: DC, Wizarding World, Looney Tunes, Hanna-Barbera, HBO, Cartoon Network და Adult Swim...

 

 

WIZARDING WORLD and all related trademarks, characters, names, and indicia are © & ™ Warner Bros. Entertainment Inc. Publishing Rights © JKR. (s22)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...