0 0 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Banking Tech Awards 2022-ზე მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ინიციატივად საქართველოს ბანკის SuperApp-ი დასახელდა

საქართველოს ბანკი, როგორც ციფრული ბანკი, საერთაშორისო აღიარების მოპოვებას  აქტიურად განაგრძოს. ამჯერად  ბანკმა რიგით 23-ე Banking Tech Awards-ზე მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ინიციატივად საქართველოს ბანკის SuperApp-ი აღიარა.

 

რა არის SuperApp? ჩვენი მობილურები უამრავ ისეთ აპლიკაციას აერთიანებს, როგორებიცაა: ტაქსის გამოძახების, ბილეთების შეძენის, ონლაინ მაღაზიების, სხვადასხვა ბანკებისა თუ  ფინანსური ინსტიტუტების მობილური აპლიკაციები. ყოველდღიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ჩვენ ხშირად გვიწევს ამ სერვისებით სარგებლობა. ყველაზე დიდი გამოწვევა კი ისაა, რომ ზემოხსენებული სერვისები ერთ სივრცეში არ არის ხელმისაწვდომი და თითოეული პლატფორმის ცალ-ცალკე გამოყენება დღეში რამდენჯერმე გვიწევს. Super app  კი სწორედ ისეთი აპლიკაციაა, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ  პროდუქტებსა და სერვისების გარდა კიდევ სხვა მრავალი ტიპის მომსახურებას ერთ სივრცეში აერთიანებს.

 

სწორედ ამ იდეით საქართველოს ბანკმა Banking Tech Awards 2022-ზე  აღიარება ისეთ ძლიერ ფინანსურ ინსტიტუტებთან კონკურენციაში მოიპოვა როგორიცაა: Union Bank of India;  Standard Bank Group; DBS Bank; Davivienda; CTBC Bank; BPI; BNP Paribas.

 

„საქართველოს ბანკის მობილბანკის Super app-ად ქცევის ინიციატივა ბანკის მხრიდან პირველად BOG UPDATE-ზე გაჟღერა. უკვე გადაიდგა კიდეც კონკრეტული ნაბიჯები და მობილბანკში უკვე ხელმისაწვდომია ისეთი სერვისები, როგორიცაა: ღია ბანკინგი;  ინვესტიციების მოდული, რომელსაც დაემატება კრიპტოვალუტებით ვაჭრობის შესაძლებლობა; ავტო პასუხისმგებლობის დაზღვევის სერვისი, სამოგზაურო დაზღვევა რომელსაც ავტო  დაზღვევაც დაემატება, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი სასურველი პოლისის გააქტიურებას მომენტალურად შეძლებს. სამგზავრო ბარათის შეძენა; Lifestyle შეთავაზებები - სივრცე,  ერთგვარი შეთავაზებათა კომპლექტი, რომელსაც ბანკის მომხმარებელს ჩვენი 12,000-ზე მეტი პარტნიორი სთავაზობს. ესაა ფასდაკლებები, საჩუქრები, საკრედიტო პროდუქტებზე შეღავათი და სხვა. ესაა ერთგვარი მარკეტფლეისი, სადაც შესაძლებელია ელექტრონული ანგარიშსწორება, პროდუქტის ნაწილ-ნაწილ ყიდვა და ასე შემდეგ. თუმცა ჩვენ არ  ვჩერდებით და ამ ყველაფერს სულ  მალე დაემატება: QR ტექნოლოგიის საშუალებით თანხის განაღდება, მიღება, შეძენა – რომელიც მობილბანკს მისცემს შესაძლებლობას უფრო მეტად გააციფრულოს ნაღდი ფულის ოპერაციები. სწორედ ეს ყველაფერი, მის საბანკო სერვისებთან ერთად, აძლევს საქართველოს ბანკის აპლიკაციას საშუალებას, გახდეს სუპერ აპი, მოიპოვოს საერთაშორისო აღიარება და მარტივად დააკმაყოფილოს მომხმარებელთა არამხოლოდ საბანკო, არამედ ყოველდღიური, ცხოვრებისეული საჭიროებები. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს ვისი შრომის შედეგიცაა ასეთი აღიარება და მადლობა Banking Tech Awards რომ დააფასა ჩვენი მუდმივი მცდელობა, ვიყოთ მომხმარებლის საჭიროებების სადარაჯოზე”,- განაცხადა ლევან კობახიძემ, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...