0 2 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ლიზინგმა და კავკასიის ავტოიმპორტმა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს

თიბისი ლიზინგმა და კავკასიის ავტოიმპორტმა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. საქართველოს სალიზინგო ბაზრის წამყვანი ორგანიზაციისა და აღმოსავლეთ ევროპის ავტოიმპორტიორთა შორის ლიდერი კომპანიის პარტნიორობის ფარგლებში მომხმარებელი კიდევ უფრო სწრაფად და მარტივად შეძლებს აშშ-ს აუქციონებზე სასურველი ავტომობილის შეძენასა და საქართველომდე ტრანსპორტირებას.

„თიბისი ლიზინგისთვის ავტოინდუსტრია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგან ჩვენი პორტფელის ფაქტობრივად 20%, 60 მლნ ლარის ოდენობის დაფინანსებული აქტივით სწორედ ამ სექტორზე მოდის. მეორეს მხრივ, მზარდია ავტომობილის საზღვარგარეთ შეძენისა და იმპორტის ტენდენცია, შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ მიმართულებითაც გაგვემარტივებინა მომხმარებლისთვის ცხოვრება. კავკასიის ავტოიმპორტის 18  წლიანი, წარმატებული საერთაშორისო გამოცდილებითა და ჩვენი გუნდის ჩართულობით, შეიქმნა ახალი, მოქნილი პროდუქტი, რომლითაც უცხოეთში არსებული ავტომობილის ღირებულების 80% ვაფინანსებთ, ადგილზე ჩამოსვლის შემდგომ კი უზრუნველყოფის საგნად აქტივს ვიღებთ, რაც აღნიშნული პროდუქტს სიმარტივეს სძენს“ - ზურაბ გუგუშვილი, თიბისი ლიზინგის კომერციული დირექტორი.

„კავკასიის ავტოიმპორტი 2004 წელს დაარსდა და რეგიონში უმსხვილესი ავტოიმპორტიორია. კომპანია წარმოდგენილია ფილიალების ფართო ქსელით 6-ქვეყნის მასშტაბით.  18 წლის მანძილზე ჩვენ  500 000-ზე მეტი ავტომობილის იმპორტი განვახორციელეთ.  კომპანია 2018 წლიდან Copart-ის ოფიციალური პარტნიორია,  რამაც დიდი შესაძლებლობის ფანჯარა გახსნა და კიდევ უფრო გაამარტივა წვდომა მსოფლიოს უმსხვილეს ავტოაუქციონებზე.  კავკასიის ავტოიმპორტსა და თიბისი ლიზინგს შორის მჭიდრო პარტნიორობის შედეგად, შეიქმნა რეგიონში უპრეცედენტო და მარტივი დაფინანსების პროდუქტი, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს საუკეთესო პირობებით შეიძინოს ავტომობილი აშშ-ს ავტოაუქციონებზე, რაც მთავარია საბაზროზე გაცილებით ნაკლებ ფასად.“ - ალექსანდრე ვეკუა, კავკასიის ავტოიმპორტის დირექტორი.

თიბისი ლიზინგის შესახებ: „თიბისი ლიზინგი“ საქართველოში „თიბისი ჯგუფის“ წევრსა და უმსხვილეს სალიზინგო კომპანიას წარმოადგენს. ორგანიზაცია 2003 წელს დაარსდა და 2021 წლის მონაცემებით, ბაზარზე 2300 კლიენტით არის წარმოდგენილი. კომპანია ბაზრის 76%-იან წილს ფლობს და მართავს 330 მილიონი ლარის პორტფელს, რითიც სალიზინგო ბაზრის ლიდერია საქართველოში.

კავკასიის ავტოიმპორტის შესახებ:  კავკასიის ავტოიმპორტი, 2004 წელს დაარსდა და 18 წელია, კომპანიას ავტოიმპორტიორთა შორის ლიდერის პოზიცის იკავებს აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით. კომპანიის 23 დეპარტამენტი და 700-მდე პროფესიონალი თანამშრომელი კერძო პირებსა და დილერებს წვდომას აძლევს აშშ-ს საავტომობილო ბაზარზე, უზრუნველყოფს ავტომობილების შესყიდვასა და მათ დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირებას. კომპანია ლიცენზირებულია, მონაწილეობა მიიღოს მსოფლიოს წამყვან საავტომობილო აუქციონებზე.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...