0 2 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარადაჭერით DeGameFi საქართველოში პირველ საერთაშორისო web3 კონფერენციას გამართავს

საქართველოს ბანკი საინტერესო და საჭირო ღონისძიებების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით და DeGameFi-ს ორგანიზებით, 22-23 ოქტომბერს, “თბილისი შერატონ მეტეხ პალასში”, პირველი საერთაშორისო web3 კონფერენცია ჩატარდება.

 

ორი დღის განმავლობაში ღონისძიებაზე აქტიური იქნება 6 ძირითადი სივრცე. ესენია: მთავარი საკონფერენციო და ტექნოლოგიურ/საგანმანათლებლო ოთახები, სადაც დაგეგმილია სპიკერთა გამოსვლები; ბიზნეს ექსპო, რომელიც განკუთვნილია ინსტალაციებისა და ნეთვორქინგისთვის; სტარტაპ კონკურსი, სადაც მონაწილეები შეძლებენ საკუთარი პროექტის წარდგენას მსოფლიო დონის ექსპერტებთან და ასევე, მოეწყობა NFT გალერეა, რომელიც დაეთმობა, როგორც მსოფლიო დონის, ისე ადგილობრივ NFT არტისტებსა და პროექტებს.

 

DeGameFi არის ქართული კომპანია, რომელიც 2022 წლის მარტიდან ოპერირებს ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე. კომპანიის მიზანია, რეგიონში დეცენტრალიზებული სისტემის პოპულარიზაცია, ერთიანი საზოგადოების შექმნა და ზოგადად, web3 პროექტების მხარდაჭერა. DeGameFi აერთიანებს ინვესტორებს, დეველოპერებსა და დეცენტრალიზებულ სისტემით დაინტერესებულ ადამიანებს.

 

„ჩვენ ოპერირების დღიდან, web3-ის მიმართულებით აქტიურად ვუწევთ ორგანიზებას ყოველთვიურ ღონისძიებებსა თუ შეხვედრებს. სექტემბერში BNB Chain-თან თანამშრომლობით ჩავატარეთ პირველი web3 ჰაკათონი რეგიონში. შეიძლება ითქვას, რომ  DeGameFi არის საქართველოში პირველი, ყველაზე დიდი კომპანია, რომელიც კონკრეტულად web3 მიმართულებით მუშაობს და აერთიანებს 300-ზე მეტ პროფესიონალს ამ სფეროდან. ამჟამად, აღნიშნულ ღონისძიებაზე დასწრებას 1000-ზე მეტი ადამიანი შეძლებს, სადაც მოწვეული იქნებიან საინტერესო სპიკერები, საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და web3 სფეროს პროფესიონალები“, - განაცხადა DeGameFi-ის თანადამფუძნებელმა, მიხეილ დიდებულიძემ.

 

„საქართველოს ბანკი ყოველთვის მხარს უჭერს მნიშვნელოვან და საჭირო პროექტებს. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ვიყოთ ისეთი ღონისძიების მთავარი პარტნიორი, როგორიცაა საერთაშორისო web3 კონფერენცია, რომელსაც კავკასიის რეგიონში თბილისი უმასპინძლებს. ეს ღონისძიება განსაკუთებით მნიშვნელოვანია ქართული კომპანიებისთვის, სტარტაპერებისა თუ web3-ით დაინტერესებული ადამიანებისთვის, რადგან მათ მისცემს შესაძლებლობას, ადვილად დაამყარონ პარტნიორული ურთიერთობები საერთაშორისო კომპანიებთან, გაიცნონ დარგის ლიდერები და დააინტერესონ უცხოელი ინვესტორები. ღონისძიებაზე პანელურის დისკუსიის დროს ვისაუბრებთ საქართველოს ბანკის „ინვესტიციებზეც“, რომლის დახმარებითაც მობილბანკში შესაძლებელია გახდე ისეთი ცნობილი კომპანიების აქციონერი, როგორიცაა Tesla, Microsoft, Apple და ა.შ. Bank of Georgia Update-ის დროს უკვე დავაანონსეთ, რომ პლატფორმას კრიპტო ვალუტით ვაჭრობაც დაემატება“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან კობახიძემ.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...