თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...
თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...
|
კომპანია აგრძელებს უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი აქტივობების განხორციელებას
საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, მობილიური ოპერატორი „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი) რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის პირველივე დღიდან მხარდაჭერას უცხადებს და გვერდში უდგას უკრაინელებს. რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, უკრაინაში მყოფ ბილაინის მომხმარებლებს კომპანია როუმინგში ინტერნეტს საჩუქრად აძლევს. ბილაინის ქსელიდან უკრაინის მიმართულებით SMS შეტყობინებები და ზარები როგორც ფიქსირებულ, ისე მობილურ ტელეფონებზე უფასოა. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საქველმოქმედო ნომერზე 16222 ბილაინიდან ზარის შედეგად გაკეთებული შემოწირულობა სრულად გადაეცემა წითელ ჯვარს, რომელიც თავის მხრივ დახმარებას უწევს უკრაინის წითელი ჯვრის საზოგადოებას. დამატებით, დღეს ბილაინმა, კომპანიის სახელით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში 100,000 ლარი შემოწირულობის სახით განახორციელა, უკრაინის წითელი ჯვრისთვის. ბილაინის თანამშრომლების პირადი შემოწირულობებით კი შეძენილ და გაგზავნილ იქნა ჰუმანიტარული დახმარება უკრაინიდან მომავალი ლტოლვილებისთვის პოლონეთის საზღვარზე.
„ამ უმძიმეს დროს, ჩვენი კომპანიის ვალდებულებაა გვერდში დავუდგეთ ჩვენი მეზობელი და მეგობარი უკრაინის მოსახლეობას და დავეხმაროთ რითაც შეგვიძლია. პირველ რიგში ეს ეხება ჩვენი მომსახურების მიწოდებას მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება და მეორე - ჰუმანიტარული, მათ შორის ფინანსური დახმარების გაწევა. სამწუხაროდ, ომის შედეგად მხოლოდ იმატებს უკრაინელების რიცხვი, ვისაც საკვებით, თავშესაფრითა და სამედიცინო დახმარებით მხარდაჭერა ესაჭიროება, ამდენად თითოეულ შემოწირულობას დღეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით უკრაინის გვერდში და ვუსურვებთ, რომ ომი მალე დასრულდეს“, განაცხადეს ბილაინში.
###
შეკითხვებით მოგვმართეთ:
ბილაინის შესახებ
ბრენდი ბილაინი (მობილური ოპერატორი შპს „ვიონი საქართველო“) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო ჯგუფში „ვიონი“ (VEON) რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 217 მილიონ მომხმარებელს, 9 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ძირითად საკომუნიკაციო და ციფრულ მომსახურებას. ბილაინი ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G 800/1800 MHz მომსახურებით. მეტი ინფორმაციისთვის: www.beeline.ge; ინფორმაციისთვის „ვიონი“ ჯგუფის შესახებ: www.veon.com
თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...
ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...
ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....
ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...
Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...
ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...
თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები