მსოფლიო
ჯიქიას ქუჩაზე 3 თვის ბავშვი გარდაიცვალა
2019-06-17 12:37:06
თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში 3 თვის ბავშვი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, სიკვდილის მიზეზი სავარაუდოდ ასფიქსიაა.
შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა ბავშვის დედაც. ახლობლების ინფორმაციით, ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რაც შესაძლოა, მისი გარდაცვალების მიზეზი გამხდარიყო.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. სამართალდამცველებმა ოჯახის წევრები და მეზობლები გამოკითხეს. ცხედარს ჩაუტარდა ექსპერტიზაც.
რა გახდა ბავშვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს
კომენტარები