მსოფლიო
დავით ბაგრატიონმა საქართველო დატოვა
2019-04-04 14:01:33
დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ქვეყანა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ მისი ადვოკატი ლევან ჩხეიძე ავრცელებს.
უფლებადამცველი ამბობს, რომ სამეფო გვარის წარმომადგენელი მადრიდში წავიდა, რადგან დედის ავადმყოფობის შესახებ მიიღო ინფორმაცია.
შეგახსენებთ, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ მეუღლეს, ფიზიკური ძალადობაში, ფსიქოლოგიურტერორში და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ადანაშაულებს.
სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში დაზიანებები, რომლებიც ბაგრატიონ-გრუზინსკის აქვს მიღებული, 2014 წლით არის დათარიღებული.
დედოფალი ამ საქმეზე ორჯერ დაიკითხა. გამოძიება კი ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.
კომენტარები