მსოფლიო
„კაბუ“ საფრანგეთის ციხიდან გაათავისუფლეს
2019-04-02 23:39:27
საფრანგეთში ქურდობის ბრალდებით დაკავებული ქართველი მსახიობი კახა აბუაშვილი, იგივე "კაბუ" პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
„ცოტა ხნის წინ დამირეკა მისმა მეგობარმა და ეს ამბავი გვაცნობა. ძალიან გახარებულები ვართ, ჯერ მასთან არ მისაუბრია", - აღნიშნავს ჩვენთან საუბარში კახა აბუაშვილის დედა ცირა ნავროზაშვილი.
შეგახსენებთ, "კაბუ" ქურდობის ბრალდებით საფრანგეთში 18 აპრილს დააკავეს.
მაშინ სპეცოპერაცია ევროპის ორ ქვეყანაში ჩატარდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის იყვნენ 4 ქართველი ე.წ. "კანონიერი ქურდი", მათ შორის ლაშა შუშანაშვილი. ამასთან, დაკავებულები იყვნენ სხვადასხვა სიმძიმის დანაშაულში ბრალდებული საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის - კახა აბუაშვილი. იგი სასჯელს საფრანგეთის ციხეში იხდიდა.
კომენტარები