საზოგადოება
გურჯაანის საბავშვო ბაღში ღუმელთან გველი იპოვეს
2019-03-21 21:59:01
სოფელ გურჯაანის პირველი საბავშვო ბაღი გაურკვეველი ვადით დაიკეტა. მიზეზი ღუმელთან აღმოჩენილი ქვეწარმავალი გახდა, რის გამოც 100-მდე აღსაზრდელი სხვადასხვა საბავშვო ბაღში დროებით გადაანაწილეს.
გურჯაანის მერიის შესაბამისი სამსახური სწავლობს მიზეზს, როგორ მოხვდა ქვეწარმავალი საბავშვო ბაღის ერთ-ერთ ოთახში.
პირველადი შესწავლის შედეგად შენობაში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები გამოიკვეთა, რის გამოც მერია აღნიშნულ საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას დაჩქარებულ ვადებში გეგმავს.
კომენტარები