საზოგადოება
“დედა იტალიაშია, აქ მამასთან ცხოვრობდა” – ახალი ცნობები გარდაცვლილი გოგონასა და მისი ოჯახის შესახებ
2019-03-14 09:38:08
გოგონა, რომელიც რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა, 13 წლის ლიზი ვადაჭკორიაა. იგი მიღებული მძიმე დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
“დედა იტალიაშია, აქ მამასთან ცხოვრობდა” –ამის შესახებ ადგილობრივები ჟურნალისტებთან საუბრობენ , მათი თქმით, ლიზი მამასთან ერთად ცხოვრობდა, დედა კი იტალიაში სამუშაოდაა წასული. ლიზის გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრებმა დედას უკვე შეატყობინეს და ის საქართველოში ხვალ ჩამოვა.
კომენტარები