მსოფლიო
34 წლის მეხანძრე-მაშველი, ლევან ოღაძე ახმეტაში ხანძრის ჩაქრობის დროს გარდაიცვალა
2019-03-12 17:12:21
ახმეტაში სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომელი დაიღუპა. 34 წლის მაშველი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ახმეტის რაიონის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომელი, 34 წლის ლევან ოღაძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს,"-ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
კომენტარები