მსოფლიო
გლდანში გაზის გაჟონვის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა
2019-03-05 23:33:35
გლდანში, მესამე ა მიკრორაიონში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად 35 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, კიდევ ერთი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შემთხვევა ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფაქტზე გამოძიება 140-ე მუხლით მიმდინარეობს. რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარები