მსოფლიო
კალაძე: თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა იგეგმება
2019-02-15 11:40:28
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, "სისტრას” კვლევაზე დაყრდნობით, თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა იგეგმება.
"მიუნხენში, MAN-ის საგამოფენო ცენტრში, დავათვალიერეთ უახლესი მოდელის 18-მეტრიანი ავტობუსები, რომელთა შემოყვანაც დედაქალაქშია დაგეგმილი.
MAN-ის საგამოფენო ცენტრში კომპანიის ხელმძღვანელ პირებს შევხვდით - ვისაუბრეთ თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ასევე, თბილისში მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმაზე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ძველი ავტობუსების ახლით ჩანაცვლება
საგანგებოდ თბილისისთვის ბრენდირებული 10-მეტრიანი ავტობუსები სრულად ადაპტირებული და უზრუნველყოფილია, როგორც გათბობისა და კონდიცირების, ისე უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით" - აღნიშნავს კალაძე
კომენტარები