საზოგადოება
2019 წელს თბილისში დაიწყება 8, რეგიონებში კი 27 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა
2019-01-21 15:02:46
განათლების სამინისტროს განცხადებით, 2019 წელს საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის ბიუჯეტი 65 მლნ ლარს წარმოადგენს.
"ამ ბიუჯეტით დაგეგმილია თბილისში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის და პროფესიული განათლების ცენტრის მშენებლობა.
განათლების რეფორმის ფარგლებში, 2019 წელს:
➡️ დაიწყება 149 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
➡️ ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდება 31 საჯარო სკოლას;
➡️ დაიწყება 8 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა;
➡️ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF) დაფინანსებით რეგიონებში 27 ახალი საჯარო სკოლა აშენდება. "- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
კომენტარები