მსოფლიო
2018 წელს, საქართველოს ისტორიაში პირველად, ევროკავშირიდან მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, ვიდრე რუსეთიდან
2019-01-16 11:00:20
რუსეთიდან 457 მლნ დოლარი გადმოირიცხა, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებიდან 90 მლნ დოლარით მეტი, 547 მლნ დოლარი.
2018 წელს საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2017 წელთან შედარებით 197 მლნ დოლარით (14%-ით) გაიზარდა. 2017 წელს საქართველოში 1.4 მილიარდი დოლარი, ხოლო 2018 წელს 1.6 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. აქამდე რეკორდული მაჩვენებელი 2013 წელს ფიქსირდებოდა - 1.5 მილიარდი დოლარი.
საზღვარგარეთ დასაქმებულთა ფულადი გზავნილების ზრდა ძირითადად იტალიიდან, ისრაელიდან, საბერძნეთიდან და აშშ-დან გადმორიცხვების ზრდამ განაპირობა. 2018 წელს 2017 წელთან შედარებით, იტალიიდან 48 მლნ დოლარით მეტი გადმოირიცხა, ისრაელიდან 32 მლნ დოლარით მეტი, საბერძნეთდან და აშშ-დან კი 29 და 18 მლნ დოლარით მეტი.
2018 წელს, საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხის მოცულობაც გაიზარდა. 2017 წელთან შედარებით 21 მლნ დოლარით მეტი გადაირიცხა, ჯამში 229 მლნ დოლარი.
ცხრილი: ქვეყნები საიდანაც 2018 წელს ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა, მლნ აშშ დოლარი
ქვეყანა | 2017 | 2018 | სხვაობა |
რუსეთის ფედერაცია | 455 | 458 | 2.3 |
იტალია | 143 | 191 | 48.2 |
საბერძნეთი | 141 | 170 | 29.1 |
აშშ | 142 | 159 | 17.5 |
ისრაელი | 119 | 151 | 32.0 |
თურქეთი | 109 | 106 | -3.7 |
ესპანეთი | 36 | 42 | 5.2 |
გერმანია | 34 | 41 | 7.5 |
უკრაინა | 26 | 29 | 2.6 |
აზერბაიჯანი | 16 | 20 | 4.8 |
კომენტარები