საზოგადოება
სკოლის დირექტორი მშობელმა დაკბინა
2018-11-14 13:39:06
თბილისში, ვაზისუბნის ერთ-ერთ სკოლაში მშობელსა და სკოლის დირექტორს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა და საბოლოოდ, მშობელმა დირექტორს უკბინა.
როგორც imedinews-ს შსს-ში უთხრეს, ერთ-ერთი კლასის მოსწავლის მშობელი სკოლაში დაიბარეს. თავდაპირველად შელაპარაკება მშობელსა და მასწავლებელს შორის მოხდა, სიტუაციაში გასარკვევად სკოლის დირექტორი ჩაერია. სიტყვიერი დაპირისპირება მშობელსა და დირექტორს შორის გაგრძელდა და მალევე ფიზიკურში გადაიზარდა - მშობელმა დირექტორს ხელზე უკბინა.
კომენტარები