მსოფლიო
პაატა იმნაძე ვირუსებთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს
2018-11-07 11:32:45
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ვირუსებთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს.
"გრიპისმაგვარი დაავადებები, ჩვენ რომ გაციებას ვუწოდებთ, ასეთი ვირუსები დადის. მათ შორის, ყოველკვირეულად შეგიძლიათ ჩვენს ვებ-გვერდზე ნახოთ ამჟამად რა ვირუსებია საქართველოში. ბოლო კვირების განმავლობაში ძირითადად ქვეყანაში ცირკულირებს: რინო ვირუსები, პარაგრიპის ვირუსები, მეტაონევმო ვირუსები. ეს სამი ვირუსია წამყვანი ქვეყანაში არსებულ გაციების ვირუსებში. გრიპის ვირუსის გამოჩენას დაახლოებით ორ კვირაში ველოდებით. ჯერჯერობით, ყველა პროგნოზით, გრიპის ვირუსი ცოტა უნდა იყოს", - განაცხადა პაატა იმნაძემ.
კომენტარები