მსოფლიო
ინგა გრიგოლია ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუზე წასვლას არ აპირებს
2018-10-22 16:33:59
მედიაში გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, ბიძინა ივანიშვილს აქვს სურვილი, შეხვედე სდა ინტერვიუ მისცეს გიორგი გაბუნიას, ინგა გრიგოლიას და ირაკლი ჩიხლაძეს.
ინგა გრიგოლია აღნიშნავს, რომ თავად ამ ინტერვიუს ვერ დაესწრება:
„რადგან ამდენი ადამიანი მირეკავს და მეკითხება, მივდივარ თუ არა ხვალ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე, ბარემ აქვე დავწერ,სიამოვნებით წავიდოდი,რადგან მგონია,რომ საინტერესო ბრიფინგი იქნება,მაგრამ ხვალ 20.00-ზე მეწყება გადაცემა "რეაქცია" რომელიც გრძელდება ზუსტად იმ დრომდე, როცა იწყება ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ ჟურნალისტებთან. ფიზიკურად ვერ მოვახერხებ, ამიტომ „ტვ პირველი“ გადაწყვეტს, ,ვინ მიიღებს მონაწილეობას ჩვენგან ამ შეხვედრაში. მადლობა ყურადღებისთვის“.
კომენტარები