მსოფლიო
გორში 14 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს - გოგონა სავარაუდოდ, ფეხსაცმლის ზონარით არის ჩამომხრჩვალი
2018-09-13 01:02:09
გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, ყიფიანის ქუჩაზე 14 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. მოზარდის ცხედარი საკუთარ სახლში ცოტა ხნის წინ ნახეს.
წინასწარი ინფორმაციით, გოგონა ფეხსაცმლის ზონარით არის ჩამომხრჩვალი. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშობენ. როგორც შსს-ში განგვიცხადეს, მომხდარზე გამოძიება 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების პრესსამსახურის ცნობით, არ არის გამორიცხული მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდეს.
კომენტარები