საზოგადოება
"იტალიაში მინდოდა წასვლა, ვენეციის ნახვა, არ გამოვიდა...ჰოდა, ვენეცია თვითონ მოვიდა ჩემთან" - ძლიერი წვიმა და დატბორილი ქუჩები ფოთში
2018-08-02 12:44:02
ფოთში ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე შეაღწია. ათობით ოჯახს საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი გაუნადგურდა.
ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა სოციალურ ქსელში დატბორილი ქუჩების ფოტოებს აქვეყნებს და თან, იუმორნარევ სტატუსსაც აქვეყნებს:
"შვებულებაში რომ ვარ, კი იცით. იტალიაში მინდოდა წასვლა, ვენეციის ნახვა, არ გამოვიდა...ჰოდა, ვენეცია თვითონ მოვიდა ჩემთან.
აივანზე გამოსულს, ჯერ კიდევ სიზმარში მეგონა თავი, მაგრამ არა, ეს სინამდვილეა. ბოლოს, ასეთი წყალდიდობა, ჩემს სოფელში ვნახე, რიონმა დამბა რომ გაარღვია. არ მაქვს დენი და წყალი. თუ დიდი ხარი არ გამოვჩნდი, მომიკითხეთ, ან სამაშველოს გამოუძახეთ"
კომენტარები