მსოფლიო
ძლიერი წვიმის შედეგად, ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორია მთლიანად დატბორილია
2018-06-18 23:30:57
ამ დროის მონაცემებით, თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შესულია 205 შეტყობინება. ყველაზე მეტი შეტყობინება დაფიქსირდა გლდანი-ნაძალადევისა და ისანი-სამგორის რაიონიდან, სადაც ძლიერმა ნალექმა გამოიწვია წყალმოვარდნები გზაზე და დატბორა რამდენიმე შენობის სარდაფი, ძლიერმა ქარმა კი დააზიანა ელექტროსადენები და წააქცია ხეები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები ამ წუთებშიც აწარმოებენ წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს. მათივე ინფორმაციით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.
ფოტოების ავტორი: ალეკო შარვაძე
კომენტარები