მსოფლიო
საშინელი ავარია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე - დამტვრეულია 6 ავტომანქანა
2018-06-18 10:50:36
ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, დაზიანდა 6 ავტომობილი.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
კომენტარები