მსოფლიო
ძლიერი წვიმის გამო, შსს-მ ვერეს ხეობის მიმართულებით მოძრაობა შეზღუდა
2018-06-11 23:57:17
ვერეს ხეობის მიმართულებით მოქმედებს მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროშ განაცხადეს
მათივე ცნობით,ძლიერი წვიმის გამო თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა გართულებულია.
ამ დროისათვის, წყლის ჭარბი ნაკადი შეინიშნება თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში - დიდი დიღმისა და გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიებზე.
გარდა ამისა, უწყების ცნობით, ქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია, ხოლო გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით - ე.წ. ვერეს ხეობის მიმართულებით, მოქმედებს მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი.
კომენტარები