მსოფლიო
"ავრცელებენ ცრუ ინფორმაციებს" - ზაზა სარალიძე მიმართვას ავრცელებს
2018-05-29 00:40:11
ხორავას ქუჩაზე მოკლული, დავით სარალიძის მამა სოციალურ ქსელშ მიმართვას ავრცელებს:
"მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც გულთან მიიტანა ჩემი ოჯახის ტრაგედია და ჩემი შვილის გვერდით იდგა.
და არამარტო ჩემს გვერდით,არამედ ყველა შვილმოკლული მშობლის გვერდით.
რაც შეეხება აქციას:
ჯერ არ ვგეგმავთ არანაირ აქციას.იქიდან გამომდინარე,რომ ველოდები პროკურატურის გადაწყვეტილებას რა გადაწყვეტილებას მიიღებს.იმის მიხედვით გადავდგავ შემდგომ ნაბიჯს.
ვხედავ ავრცელებენ ცრუ ინფორმაციებს.
თავად მოგმართავთ როდის დამჭირდება ისევ თქვენი თანადგომა."
კომენტარები