საზოგადოება
რუსმა ოპუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან ხნულების გავლება განაახლეს
2018-05-08 15:28:31
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში, საოკუპაციო ხაზთან რუსმა ოპუპანტებმა ხნულების გავლება განაახლეს.
სოფლის რწმუნებულის გიორგი ლაზარაშვილის ინფორმაციით, ხნულის სიგრძე დაახლოებით 2-3 კილომეტრია.
"გააკეთეს იმ მიზნით, რომ სიცხეების დროს, ხანძრის გაჩენის შემთხვევაში ცეცხლი არ გადავიდეს მავთულხლართების იქით. ამ ტერიტორიას მოსახლეობა იყენებს, კერძოდ საქონლის საძოვრად. დაახლოებით 2-3 კილომეტრის მანძილზეა გავლებული. უბრალოდ განაახლეს და არც ერთ მხარეს არ არის გადმოწეული. რაც წინა წლებში იყო გაკეთებული ის განახლდა", - განაცხადა ლაზარაშვილმა.
კომენტარები