მსოფლიო
მგზავრთა მოძრაობა საქართველოს აეროპორტში საგრძნობლად გაიზარდა
2018-05-07 16:10:39
2018 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოს აეროპორტები სულ 1.208,430 მგზავრს ემსახურებოდნენ , რაც 34%-ით მეტია 2017 წლის პერიოდთან, rრომელიც მხოლოდ 903,878 მგზავრს ითვლის.
2018 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 1,020,104 მგზავრის მგზავრობა უზრუნველყო, რაც გასულ წელთან შედარებით 35%-ით მეტია.
ბათუმის აეროპორტმა 2018 წელს 68,261 მგზავრიის მგზავრობა უზრუნველყო, რაც 59%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა მოძრაობა 14%-ით გაიზარდა, 2017 წლის ამავე პერიოდში აეროპორტმა 104.082 მგზავრი მიიღო, ხოლო წელს მაჩვენებელმა 118.433 მგზავრს მიაღწია.
მესტიასა და ამბროლაურშიც არის წარმატებები ამ მხრივ , ამ რეგიონში მდებარე ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებმა 4 თვეში 1,632 მგზავრი მიიღო.2018 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს ადგილობრივ აეროპორტებში 91 წარმატებული ფრენა შესრულდა.
კომენტარები