მსოფლიო
ბათუმში საცხოვრებელი სახლები იწვის
2018-04-24 21:03:58
ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე რამდენიმე საცხოვრებელი სახლი იწვის. ხანძარი ყოფილი "ლეოგრანდის" მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ჯერ-ჯერობით, უცნობია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს ერთი მეხანძრე-მაშველი დაშავდა, რომელიც ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, სხვა დაშავებულები არ არიან.
თვითმხილველების თქმით, ცეცხლი თავდაპირველად ერთ სახლს გაუჩნდა, ახლოსმდებარე სახლებს კი მალევე მოედო. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები იმყოფებიან.
http://ajaratv.ge
კომენტარები