"სამმა კაცმა დაგვაყაჩაღა, დედაჩემს ცხვირი მოაჭრეს, მამაჩემს სახე აქვს დასერილი"
2018-04-24 15:43:53
"დედაჩემს ცხვირი მოაჭრეს, მამაჩემს სახე აქვს დასერილი - წაგვართვეს ფული, ოქრო და წასვლისას გვითხრეს, ხვალ თქვენთან პოლიციას ან ტელევიზიის ხალხს თუ ვნახავთ, თავებს მოგაჭრითო", - ამის შესახებ „რუსთავი 2“-თან საუბრისას კასპის რაიონის სოფელ ფერმაში მცხოვრებმა საბინა ალიოღლიმ განაცხადა.
საბინა ალიოღლის თქმით, ყაჩაღებმა მისი მშობლები დააბეს და აწამეს.
„3 კაცი შემოვიდა, ნიღბები ეკეთათ. დაგვაბეს და გვითხრეს ფული მოგვეცითო. გვითხრეს, გვაჩვენე სად არის ფული და ოქრო. მე მივეცი ფულიც და ოქროც, მაგრამ მაინც ეძებდნენ რაღაცას. 2000 ლარამდე თანხა, ჩემი სამაჯური, ყელსაბამი, 9 ბეჭედი და დედაჩემის 2 ყელსაბამი მივეცი.
წასვლისას გვითხრეს, რომ თუ ხვალ პოლიციას ან ტელევიზიას დავუკავშირდებით, თავებს მოგაჭრითო. სამივეს ჰქონდა დანა და გარდა ამისა, ორს იარაღიც ეჭირა“, - განაცხადა საბინა ალიოღლიმ.
38 წლის კაცი, რომში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აივნიდან შევიდა, თუმცა მისი ყურადღება ჯოვანი ნუჩის წიგნმა მიიპყრო. სანამ დამნაშავე წიგნს კითხულობდა, სახლის მეპატრონემ გაიღვიძა და პოლიცია გამოიძახა. კა...
რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, ქალაქ სუროვიკინოს #19 კოლონიის პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს და მძევლები აიყვანეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობ...
აშშ მზადაა ისტორიის ახალი თავისთვის პრეზიდენტ კამალა ჰარისის სახით, აშშ მზადაა პრეზიდენტ ჰარისისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობი...
“ჩვენი პარტნიორებისგან იარაღის მიწოდების დაჩქარება აუცილებელია. ომს შვებულება არ აქვს. საჭიროა დროული ლოჯისტიკა გამოცხადებული პაკეტებისთვის. განსაკუთრებით მივმართავ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და საფ...
უკრაინული და რუსული მედიების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში მდინარე სეიმზე მდებარე კიდევ ერთი, რიგით მესამე ხიდი გაანადგურეს. ინფორმაცია ჯერ-ჯერობით, ოფიციალურად დადასტურებული არ ა...
აფრიკის მიღმა „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათ მაიმუნის ყვავილის ახალი, უფრო ...
რუსეთის პრიმორიეს მხარეში ელექტროენერგიის მასიური გათიშვა მოხდა. მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ელექტროენერგიის გარეშე 1,8 მილიონზე მეტი ადამიანია დარჩენილი. შორეული აღმოსავლეთის ქსელის სადისტ...
კომენტარები