საზოგადოება
სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი 22 მარტს, 09:00 საათიდან 21:00 საათამდე მუშაობას შეწყვეტს
2018-03-20 12:22:36
22 მარტს, 09:00 საათიდან 21:00 საათამდე, საბაჟო გამშვები პუნქტი სარფი, დროებით მუშაობას შეწყვეტს. ამის მიზეზად კი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ მიმდინარე სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები სახელდება.
„შესაბამისად, აღნიშნული დროის განმავლობაში თურქეთ-საქართველოს შორის მგზავრთა, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლა, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თურქეთის რესპუბლიკის საკონსულომ მიაწოდა“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
კომენტარები