ჩეთბოტი ბიზნესისთვის თიბისი ბანკი ბიზნესების მხარდასაჭერად ახალ პროდუქტს ქმნის
2018-03-19 12:53:45
პირველად საქართველოში, თიბისი ბანკი ბიზნესებს ინოვაციურ პროდუქტს- “ჩეთბოტი ბიზნესისთვის” სთავაზობს და კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს, Facebook მესენჯერში გაყიდონ საკუთარი პროდუქტი.
„ჩეთბოტი ბიზნესისთვის“ გაყიდვების არხია, რომლის საშუალებით სხვადასხვა კომპანიის მომხმარებლები მესენჯერის ჩეთიდან გაუსვლელად რამდენიმე წამში მიიღებენ ინფორმაციას სასურველი პროდუქტის, კომპანიის ლოკაციისა და სამუშაო საათების შესახებ და ჩეთშივე შეძლებენ სასურველი პროდუქტის შეძენას. მომხმარებლებს ბოტის მიერ შეთავაზებული პროდუქტის გაზიარება შეუძლიათ მეგობრებისთვის, ასევე ჩეთიდან გაუსვლელად.
ჩეთბოტი ბიზნესებისთვის აერთიანებს შემდეგ ფუნქციებს:
1. ელექტრონულიკომერცია - ელ. კომერცია ყველაზე მარტივი და სწრაფი გზაა პროდუქტის შესაძენად. ეს ფუნქცია მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს, Facebook მესენჯერშივე შეიძინონ სასურველი პროდუქტი გადახდის ნებისმიერი ფორმით, ისევე როგორც ონლაინმაღაზიაში ნივთის შეძენისას.
2. ლოკაციისდასამუშაოსაათებისდადგენა- ავტომატიზირებული პასუხების საშუალებით მომხმარებელი თავიდან აირიდებს ქოლ-ცენტრში დარეკვას და მოლოდინის რეჟიმს.
3. საძიებოსისტემამეტათეგებით - მეტათეგები კომპანიას შესაძლებლობას მისცემს, კლიენტებს მისთვის ყველაზე რელევანტური შეთავაზება მიაწოდოს.
მომხმარებელი ერთი სიტყვის ჩაწერით შეძლებს მისთვის საინტერესო ყველა პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიღებას.
ჩეთბოტის ფუნქციები ბიზნესებს მომხმარებლებთან ურთიერთობას გაუმარტივებს, შედეგად კომპანიის გაყიდვები, ცნობადობა და კლიენტების კმაყოფილების დონე გაიზრდება. მომხმარებლები კი სასურველი პროდუქტის შეძენას მარტივად, რამდენიმე წამში შეძლებენ.
ჩეთბოტის ბეტა ვერსია ბიზნესკლიენტებისთვის უკვე ხელმისაწვდომია, თუმცა პროდუქტის განვითარებისთვის მუშაობა მუდმივად მიმდინარეობს და მას უახლოეს მომავალში ბევრი ახალი ფუნქცია დაემატება.
„ჩეთბოტი ბიზნესისთვის“ სარგებლობისთვის დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა შეავსონ ვებგვერდზე http://www.businessbot.ge/, რის შემდეგაც მათ თიბისი ბანკის წარმომადეგენელი მათ ჩეთბოტის გააქტიურებაში დაეხმარება. (იმ შემთხვევაში თუ კომპანია არ ფლობს ანგარიშს თიბისი ბანკში, პროდუქტით სარგებლობისთვის საჭიროა ანგარიშის გახსნა).
საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...
ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს - ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...
"დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...
თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...
პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...
"ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...
კომენტარები