საზოგადოება
სკოლაში 8 მოსწავლე შეუძლოდ გახდა, გამოძახებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები
2018-02-08 13:10:18
რუსთავის მე-16 საჯარო სკოლაში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების გამოძახება გახდა საჭირო. როგორც ირკვევა მე-7 კლასის 8 მოსწავლე ერთდროულად ცუდად გახდა. ბავშვებს მუცლის არში ტკივილის შეგრძნება აქვთ.
მოსწავლეების შეუძლოდ გახდომის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა როგორც სკოლაში აცხადებენ, ეს შესაძლოა სასმელ წყალს უკავშირდებოდეს. ამასთან, ერთ-ერთი მშობლის თქმით, გუშინ სკოლაში მუქი ფერის შეფერილობის წყალი მოდიოდა.
კომენტარები