საზოგადოება
,,პოლიციელი ესკალატორს გადაახტა და ხელების გადაგრეხვა დაუწყო"
2018-01-29 00:02:34
ეგნატე შამუგია ფეისბუქში პოლიციის მიერ მოქალაქის დაკავების ვიდეოს ავრცელებს.
"ამ ბიჭის დაკავების მიზეზი გახდა შემდეგი რამე: პოლიციელებს მეტროდან ამოყავდათ ორი დაკავებული ახალგაზრდა. ეს ბიჭი მეტროში ჩადიოდა, რომელმაც პოლიციელებს შეხედა (შეიძლება ფოტო გადაუღო), შემდეგ ერთ-ერთი პოლიციელი გადაახტა ექსკალატორს და ყოველგვარი განმარტების ან მსგავსი რამის გარეშე დაუწყო ხელების გადაგრეხვა. ეს რო არ გამოუვიდა მოუნდომა წაექცია.უცნაური შემთხვევა იყო და ამიტომ გადავიღე," - წერს ეგნატე შამუგია.
კომენტარები