საიუბილეო 20 წლის თავზე „თელიანი ველმა“ ახალი კამპანია „ეძიე და მოყევი ღვინოს“ წამოიწყო. წლების განმავლობაში ბრენდის მიერ განხორციელებული ყველა აქტივობა, სწორედ ამ მოწოდების გარშემო ერთიანდება.
პლატფორმა 4 ძირითად მიმართულებას მოიცავს:
- ღვინის ცოდნის ამაღლება - ღვინისა და კერძის შეხამება - ღვინო, როგორც საქართველოს ელჩი - ქართული ღვინის ისტორია
კამპანიის ფარგლებში შეიქმნა 4 ახალი ეტიკეტი და ბრენდის ლიმიტირებული 4 ბოთლიანი საკოლექციო შეფუთვა, რომელშიც თითოეული ღვინო, თითო მიმართულებას გამოხატავს.
შეფუთვის შესაქმნელად კომპანიამ მოიწვია 4 კრეატიული სააგენტო, რომელთაც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეხვდათ 4 მიმართულებიდან ერთ-ერთი. სამუშაო პროცესში თითოეულმა სააგენტომ შეარჩია ღვინო, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება კონკრეტულ მიმართულებას და შექმნა ამ ღვინისათვის ეტიკეტის დიზაინი.
- სააგენტო „კოლეკტივი“ - ღვინის ცოდნის ამაღლება, ახაშენი - სააგენტო „მორ სტუდიო“ - ღვინისა და კერძის შეხამება, წინანდალი - სააგენტო „აბეკა გრაფიკსი“ - ღვინო, როგორც საქართველოს ელჩი, საფერავი - გიორგი პოპიაშვილი - ქართული ღვინის ისტორია, რქაწითელი ქვევრი
პროექტის მსვლელობისას ქართული მეღვინეობა მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში კვლავ მოექცა. საქართველო აღიარეს, როგორც ღვინის მწარმოებელი უძველესი ქვეყანა. „კოლეკტივმა“ „ახაშენის“ შეფუთვაში აქცენტი, სწორედ ამ მოვლენაზე გააკეთა და დიზაინში თავი მოუყარა მსოფლიო პრესის ხმამაღალ სათაურებს.
„მორ სტუდიომ“ „წინანდალის“ დიზაინში ქართული სუფრის მრავალფეროვნება ასახა. ეტიკეტი ძველი კულინარიული რეცეპტებისა და კერძების ვიზუალური მასალის გამოყენებით შეიქმნა. ქართული სუფრაც ხომ ღვინის, კერძებისა და ემოციების ერთგვარ კოლაჟს წარმოადგენს.
„აბეკა გრაფიკსის“ „საფერავის“ ეტიკეტში მთელი საქართველო ფანქრით არის ჩახატული. დიზიანის მთავარი ელემენტი კომპასია, რომელიც მსგავსად ელჩისა საქართველოს გზას მოგასწავლის.
გიორგი პოპიაშვილის „რქაწითელი ქვევრი“ წარმოადგენს ქვევრის იმიჯს, რომელიც დახატულია 8000 წერტილით. თითოეული წერტილი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოში ღვინის წარმოების ერთ წელს.
38 წლის კაცი, რომში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აივნიდან შევიდა, თუმცა მისი ყურადღება ჯოვანი ნუჩის წიგნმა მიიპყრო. სანამ დამნაშავე წიგნს კითხულობდა, სახლის მეპატრონემ გაიღვიძა და პოლიცია გამოიძახა. კა...
რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, ქალაქ სუროვიკინოს #19 კოლონიის პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს და მძევლები აიყვანეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობ...
აშშ მზადაა ისტორიის ახალი თავისთვის პრეზიდენტ კამალა ჰარისის სახით, აშშ მზადაა პრეზიდენტ ჰარისისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობი...
“ჩვენი პარტნიორებისგან იარაღის მიწოდების დაჩქარება აუცილებელია. ომს შვებულება არ აქვს. საჭიროა დროული ლოჯისტიკა გამოცხადებული პაკეტებისთვის. განსაკუთრებით მივმართავ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და საფ...
უკრაინული და რუსული მედიების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში მდინარე სეიმზე მდებარე კიდევ ერთი, რიგით მესამე ხიდი გაანადგურეს. ინფორმაცია ჯერ-ჯერობით, ოფიციალურად დადასტურებული არ ა...
აფრიკის მიღმა „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათ მაიმუნის ყვავილის ახალი, უფრო ...
რუსეთის პრიმორიეს მხარეში ელექტროენერგიის მასიური გათიშვა მოხდა. მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ელექტროენერგიის გარეშე 1,8 მილიონზე მეტი ადამიანია დარჩენილი. შორეული აღმოსავლეთის ქსელის სადისტ...
კომენტარები