ბრიტანელი ვარსკვლავი ჯეიმს ბლანტი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში საქართველოს 26 მაისს ეწვევა
2017-11-29 14:51:20
ფესტივალის ორგანიზატორია ახალი საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live
ყველასთვისცნობილიდასაყვარელიბრიტანელივარსკვლავი ჯეიმს ბლანტი მსოფლიოტურნესფარგლებშისაქართველოს ეწვევა. კონცერტი 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, მიხეილ მესხის სახელობის (ლოკომოტივის) სტადიონზე გაიმართება. მომღერალი და კომპოზიტორი სიმღერებსმისიბოლოალბომიდან „Afterlove“ შეასრულებს. ღონისძიების ორგანიზატორია ახალი საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live.
სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ საპრომოუშენო კომპანიამ Black Pearl Live პრესკონფერენცია გამართა. ღონისძიების ორგანიზატორებმა მედიას ჯეიმს ბლანტის დაგეგმილი კონცერტის დეტალები გააცნეს და ფესტივალი „დამოუკიდებლობის დღე“ დაანონსეს.
„Black Pearl Live-ს სახელით მინდა მადლობა გადაგიხადოთ სტუმრობისთვის. ჯეიმს ბლანტი პირველი საერთაშორისო ვარსკვლავია, რომელიც ჩვენი მოწვევით 26 მაისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმღერებს. ეს შოუ მისი მსოფლიო ტურნეს - Afterlove-ის ნაწილია და მისი მეხუთე სტუდიური ალბომის ერთგვარი პრეზენტაცია, რომელიც მულტი-პლატინური ალბომის “Moon Landing”-ის შემდეგ შეიქმნა. ფანებს შეუძლიათ დაელოდონ ყველა მათ საყვარელ ჰიტს, მისი ბოლო სინგლის “Love Me Better“-ის ჩათვლით. მნიშვნელოვანია,რომ მასთან ერთად მონაწილეობენ ფანტასტიკური ადგილობრივი მომღერლები და სპეციალური სტუმარი სამხრეთ აფრიკიდან. გვინდა, ფესტივალით შევუერთდეთ ამ სახალხო ზეიმს და მიგვაჩნია, რომ ეს შესანიშნავი გზა იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსაღნიშნავად, ჩვენ ყველას ვიწვევთ დღესასწაულზე დასასწრებად,“ - აღნიშნა Black Pearl Live-ს მმართველმა პარტნიორმა კინ დე ბირიმ.
როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, გრანდიოზული ფესტივალი „დამოუკიდებლობის დღე“ 2018 წლის 26 მაისს გაიმართება!.. ფესტივალის საერთო ენა მუსიკაა, რომელიც ქართველ და უცხოელ მსმენელებს აერთიანებს და ქართველ მსმენელს საშუალებას აძლევს, გახდეს მნიშვნელოვანი თარიღის მონაწილე.
ცნობილია, რომ ფესტივალზე მოწვეული ჯგუფია - The Parlotones - როკ ბენდი იოჰანესბურგიდან (სამხრეთ აფრიკა), რომელიც სიყვარულსა და ცხოვრებისეულ მოტივებზე შექმნილ სიმღერებს შეასრულებს. ღონისძიენაბს მასპინძლობას ენერგიული და ძლიერი როკ ჯგუფები Young Georgian Lolitaz და Loudspeakers გაუწევენ. Young Georgian Lolitaz - ეს არის მამაკაცებით დაკომპლექტებული პირველი ბენდი, რომელიც 2016 წლის „ევროვიზიაზე“ საქართველოდან წარსდგა, Loudspeakers - ცნობილი ქართული როკ ჯგუფი, რომელმაც უზარმაზარი პოპულარობა Tbilisi Altervision მუსიკალური ფესტივალით მოიპოვა.
საერთაშორისო საპრომოუშენოკომპანია Black Pearl Live საქართველოშია დაფუძნებული, რომელიც მსოფლიოსწამყვანშემსრულებლებთან თანამშრომლობს. კომპანიას ქართულ ბაზარზე საკმაოდ ამბიციური მიზნები აქვს. Black Pearl Live მიზანია განახორციელოსდიდიმასშტაბისფესტივალები, კონცერტებიდაშოუები, რათასაქართველომსოფლიომნიშვნელობისკულტურულიღონისძიებებისმასპინძელქვეყნად იქცეს.
საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...
ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს - ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...
"დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...
თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...
პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...
"ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...
კომენტარები