მსოფლიო
ლიანდაგში მოქალაქის ჩავარდნის გამო თბილისის მეტრო დროებით გაჩერებულია
2017-11-24 15:05:51
თბილისის მეტროს ხაზი გურამიშვილი-დიდუბის მონაკვეთი დროებით გაჩერებულია. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში გვითხრეს, ამის მიზეზი ის გახდა, რომ დიდუბის მეტროსადგურზე ერთ-ერთი მოქალაქე ლიანდაგში ჩავარდა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოქალაქე დაახლოებით, 14:30 საათზე ჩავარდ, თუმცა, მისი გადარჩენა მოხერხდა. მან სხეულის დაზიანებები მიიღო, ამჟამად იგი გადაყვანილია საავადმყოფოში.
“მოქალაქე ცოცხალია, მიიღო სხეულის დაზიანება. მომხდარის გამო გურამიშვილი- დიდუბის მონაკვეთი , პოლიციის მოთხოვნით გაჩერებულია. მომხმარებლებს ჩვენ ვემსახურებით ახმეტელის მეტროდან-გურამიშვილამდე და ვაგზლის მოედნიდან – ვარკეთილამდე. ჯერჯერობით უცნობია რამდენი ხნით იქნება ეს ხაზი გაჩერებული, პოლიცია ადგილს სწავლობს,”- განმარტეს კომპანიაში.
წყარო:
კომენტარები