მე-11 საუკუნის ქვევრი ჯერ ხელით, შემდეგ ქვით და ბოლოს ტრაქტორით ჩამოამტვრიეს
2017-11-20 12:46:19
ვანდალიზმის შემთხვევა ბათუმში - მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემების გაყვანის დროს ბენზეს დასახლებაში მშენებლებმა ქვევრს მიაგნეს, თუმცა სანამ ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგნტომდე მივიდოდა, მუშებმა ქვევრი განგებ დააზიანეს, ჯერ ხელით, შემდეგ კი უკვე სამშენებლო მძიმე ტექნიკით.
ვანდალებს სავარაუდოდ, ქვევრში განძის პოვნის იმედი ჰქონდათ. ეს არაა პირველი შემთხვევა როდესაც, მშენებლების მიზანმიმართულ ვანდალიზმს თუ უნებლიე დაუდევრობას საქართველოს ისტორია ეწირება.
არქეოლოგების განცხადებით, აღმოჩენილი ქვევრი დაახლოებით მე-11 - მე-13 საუკუნის არის. მათი თქმით, უნიკალური აღმოჩენა თითქმის სრულად არის დაზიანებული.
„ქვევრი განვითარებული შუა საუკუნეების უნდა იყოს. ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ ძველი წელთაღრიცხვის, მე-8 საუკუნიდან დაწყებული გაგრძელებული შუა საუკუნით. რაც შესაძლებელი იქნება გადავარჩენთ. ჩვენ რომ გვცოდნოდა, ჩვენი წარმომადგენელი მეთვალყურეობას გაუწევდა და ასეთი ბარბაროსობა არ მოხდებოდა,“ - განაცხადა არქეოლოგი ამირან კახიძემ.
შუასაუკუნეების ქვევრის დაზიანების ფაქტს უკვე გამოეხმაურა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი. ნიკოლოზ ანთიძე ამბობს, რომ მომხდარი სისხლის სამართლის დანაშაულია, რის გამოც დაიწყება მოკვლევა.
„ვინც აფიქსირებს ამ პროცესს და რეაგირება არ ჰყვება, გარკვეულწილად წახალისებაა და დანაშაულში ხელის შეწყობაა. აქ პირების პასუხისმგებლობაა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაშიც და სისხლის სამართალშიც პირზე არის საუბარი,“ - განმარტავს ნიკოლოზ ანთიძე.
ამ დროისთვის ბათუმში თამარის დასახლებაში სამუშაოები დროებით შეჩერებულია. განმარტებები გაკეთდა კომპანიაშიც, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს.
„მუშები გაფრთხილებული არიან, რომ რამე არქეოლოგიურს თუ წააწყდებიან, გვანიშნეთ. უცოდინრობა და ამასთან ერთად ეგონათ, ბავშვობიდან გამოყოლილი ზღაპრები, რომ განძი უნდა იყოს, ამის გამო არავის არ შეატყობინეს და იმ წუთშივე მოახდინეს გატეხვა. 600 მუშას ყველას ზედამხედველს ხომ ვერ დავუყენებთ, იციან მკაცრი ინსტრუქციები, რა უნდა გააკეთონ და როგორ,“ - აცხადებს ალექსანდრე ბაღათურია.
ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის განცხადებით, მომხდარზე მოკვლევა უკვე დაწყებულია.
38 წლის კაცი, რომში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აივნიდან შევიდა, თუმცა მისი ყურადღება ჯოვანი ნუჩის წიგნმა მიიპყრო. სანამ დამნაშავე წიგნს კითხულობდა, სახლის მეპატრონემ გაიღვიძა და პოლიცია გამოიძახა. კა...
რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, ქალაქ სუროვიკინოს #19 კოლონიის პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს და მძევლები აიყვანეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობ...
აშშ მზადაა ისტორიის ახალი თავისთვის პრეზიდენტ კამალა ჰარისის სახით, აშშ მზადაა პრეზიდენტ ჰარისისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობი...
“ჩვენი პარტნიორებისგან იარაღის მიწოდების დაჩქარება აუცილებელია. ომს შვებულება არ აქვს. საჭიროა დროული ლოჯისტიკა გამოცხადებული პაკეტებისთვის. განსაკუთრებით მივმართავ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და საფ...
უკრაინული და რუსული მედიების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში მდინარე სეიმზე მდებარე კიდევ ერთი, რიგით მესამე ხიდი გაანადგურეს. ინფორმაცია ჯერ-ჯერობით, ოფიციალურად დადასტურებული არ ა...
აფრიკის მიღმა „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათ მაიმუნის ყვავილის ახალი, უფრო ...
რუსეთის პრიმორიეს მხარეში ელექტროენერგიის მასიური გათიშვა მოხდა. მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ელექტროენერგიის გარეშე 1,8 მილიონზე მეტი ადამიანია დარჩენილი. შორეული აღმოსავლეთის ქსელის სადისტ...
კომენტარები