მსოფლიო
"ასეთი ზიზღი და სიძულვილი არასდროს მიგრძვნია... ეს არ ყოფილა იოლი"
2017-11-19 23:54:58
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გურამ კაშია გამოცემა voetbalprimeur.nl-თან გულახდილად საუბრობს იმაზე, თუ რა წინააღმდეგობების გადატანა მოუწია დიდ ისკანდალის შემდეგ
"ეს არ ყოფილა იოლი. ვიყავი თითქმის ყველა ტელევიზიის მთავარი თემა, რუსული BBC-ის ჩათვლით და კრიტიკის საგანი ეროვნულ დისკუსიებში. მსგავსი ზიზღი და სიძულვილი არასდროს მიგრძვნია, ყოველთვის ფავორიტი ვიყავი და ახლა მონეტის მეორე მხარეც ვნახე, სრულიად განსხვავებულ სამყაროში აღმოვჩნდი. ჩემი ხედვის შესახებ უკვე ვისაუბრე – ცხოვრების თავისუფლებას ვუჭერ მხარს.
ასევე, იყო ძალიან დიდი მხარდაჭერაც – ბევრად უფრო მეტი, ვიდრე კრიტიკა, თუმცა, უარყოფითი მესიჯი მოქმედებს. ეს ფეხბურთის მსგავსად არის, მწვრთნელისგან ცხრაჯერ მიღებული კომპლიმენტი კარგია, მაგრამ, ერთხელ მიღებული კრიტიკა შენს ხასიათს განსაზღვრავს,"- განუცხადა კაშიამ ნიდერლანდურ გამოცემას.
კომენტარები