1 2 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მიწისქვეშა გადასასვლელებში ქვეითი პატრული იმოძრავებს

  თბილისის მასშტაბით არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში უახლოეს მომავალში სათვალთვალო კამერები დამონტაჟება, მანამდე კი ქვეითი პატრულირება დაწესდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა ლევან ჯღარკავამ განუცხადა.

„დაჯარიმება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხია, ამიტომ ვფიქრობთ, რომ მოწესრიგების შემდეგ დაწესდება ფეხით პატრულირება, ვიდრე კამერებს დავამონტაჟებთ, მერე კი კამერის პრინციპით ვიმოქმედებთ. ამას ერთიან მონიტორინგს შსს-ს ახლად შექმნილი სპეციალიზირებული დეპარტამენტი გაუწევს. მათთან გვაქვს კონსულტაციები და კამერის მახასიათებლებიც იქიდან უნდა ავიღოთ. თუმცა, პირველ რიგში, პრიორიტეტული მიწისქვეშა გადასასვლელები იქნება. როდის მოხდება ეს, ჯერ ვერ გეტყვით, თუმცა შესწავლის პროცედურები დაწყებულია“, - განაცხადა ჯღარკავამ.

თბილისში 55 მიწისქვეშა გადასასვლელი გვაქვს, საიდანაც 33 მიწისქვეშა გადასასვლეში ფართები იჯარით არის გაცემული. ამასთან, ასევე არის იმ მიწისქვეშა გადასასვლელთა რაოდენობა, სადაც პრივატიზებული ფართებია, კანონმდებლობით კი, მათ ეკუთვნით თავიანთი ფართების მოწესრიგება და ეს გარკვეულ საჯარიმო სანქციებსაც ითვალისწინებს. ყოველთვის პრობლემატური იყო გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი. მას შემდეგ, რაც მიწისქვეშა გასასვლელები „თბილსერვის ჯგუფს“ გადაეცა, ორჯერ დავამონტაჟეთ განათების სისტემა და ვანდალიზმის ფაქტი იმავე დღესვე დაფიქსირდა. 

პირველი, რაც გავაკეთეთ, არის ის რომ, რა თქმა უნდა, იწმინდებოდა და ირეცხებოდა. იქ საყოფაცხოვრებო ნარჩენები არ არის და გუშინაც, რომ მივედით, ვნახეთ, უბრალოდ, იყო სუნის პრობლემა და ვიცით, რა მიზეზებზეა საუბარი. გმირთა მოედანს ხაზს ვუსვამ იმიტომ, რომ თითქმის ყველა მიწისქვეშა გადასასვლელი, რაც გადმოგვეცა, მას შემდეგ გავარემონტეთ, საიჯარო ფართები ვისაც ჰქონდა, ის ნაწილიც. გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი სპეციფიური იყო იქიდან გამომდინარე, რომ იქ განათების სისტემის მხრივ ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა, რაზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრულია. გუშინ კი, ცხადია, რომ კიდევ ერთხელ მოირეცხა სპეციალური ხსნარებით, თუმცა საბოლოოდ პრობლემის მოგვარებას კონტროლის დაწესება სჭირდება. ვგულისხმობ, პატრულირებას, კამერების დამონტაჟებას და ა.შ“. - აღნიშნა ჯღარკავამ.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები