1 4 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დუშეთის #13 საარჩევნო უბანზე მაჟორიტარული სახის ბიულეტენები არ აღმოჩნდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დუშეთის #13 საარჩევნო უბანზე მაჟორიტარული სახის ბიულეტენები არ აღმოჩნდა. 

როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, აღნიშნულ უბანზე იყო ორი სახის - მერისა და პროპორციული საარჩევნო ბიულეტენები. მისივე ინფორმაციით, ოლქმა განკარგულებით მიიღო გადაწყვეტილება და საარჩევნო უბანს მაჟორიტარული ბიულეტენები მიეწოდა. 

”დაწერილია საჩივარი. ამ უბანთან დაკავშირებით შესაბამისს გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადებში საარჩევნო ადმინისტრაცია მიიღებს”, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები