1 4 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გადაუღებელი წვიმის გამო, დაბა ურეკში,სამი სახლი დაიტბორა

   გადაუღებელი წვიმის გამო, გურიაში, დაბა ურეკში, წვერმაღალას დასახლებაში სამ სახლში წყალი შევიდა, თუმცა ოჯახებისთვის ზიანი არ მიუყენებია. 

   როგორც ოზურგეთის გამგეობაში აცხადებენ, სანიაღვრე არხში წყალი დროულად ვერ გატარდა, რამაც საცხოვრებელი კორპუსების ეზოები დატბორა. ადგილზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ბადრი გობრონიძე იმყოფებოდა. 

   გურიაში ამ დროისათვისაც ძლიერად წვიმს.

  ასევე, მთელი ღამის განმავლობაში ძლიერი წვიმა იყო ბათუმში. აეროპორტის გზატკეცილსა და შერვაშიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ეზოები დაიტბორა. ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ და დროულად შეძლეს წყლის ამოტუმბვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები