1 4 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მცირე და საშუალო ბიზნესი ფინანსური ანგარიშგების გამარტივებულ, საერთაშორისო სტანდარტებზე გადადის

საქართველოში ბიზნესის საქმიანობა კიდევ უფრო მეტად უახლოვდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და ევროპულ სტანდარტებს. რეფორმა, რომელიც IFRS for SMEs-ის (მცირე და საშუალო საწარმოთა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი)  სტანდარტების დანერგვას ითვალისწინებს, შეეხება მცირე და საშუალო მეწარმეებს, ანუ კომპანიებს,  რომელთა წლიური ბრუნვა 2 მილიონი ლარიდან 100 მილიონ ლარამდეა,  აქტივები - მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე, ხოლო კომპანიაში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა - 10-დან  250-მდე.
                                       
ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებში მოქცევა ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. კერძოდ, კომპანიებისთვის გაუმჯობესდება წვდომა ფინანსურ რესურსებზე (სესხი/კაპიტალი), გაიზრდება ნდობა მათი შედეგებისადმი, გამარტივდება საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვა და ამაღლდება კომპანიის საქმიანობის გამჭვირვალობის ხარისხი. ამას გარდა, კომპანიებისთვის უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახდება შესადარისობა, ე.წ. „ბენჩმარკინგი“. აღსანიშნავია, რომ  ანგარიშგების ენა შესაძლოა იყოს ნებისმიერი და მისი ფორმა ისეა შედგენილი, რომ გასაგები იქნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორებისთვის. (მცირე და საშუალო საწარმოთა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი მოქმედებს ევროპის ყველა ქვეყანაში, ასევე რუსეთში, ჩინეთში, ავსტრალიაში, კანადასა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.)
 
საქართველოში რეფორმის  განხორციელებაზე პასუხისმგებელია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა დააუდიტის ზედამხედველობის სამსახური, რომლის  პარტნიორი თიბისი ბანკია.
 

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი რომლის მიღება  ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ გახდა აუცილებელი, კომპანიებს ავალდებულებს ანგარიშგებების წარდგენასა და გასაჯაროებას. ანგარიშგებების წარდგენა ხორციელდება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე. ანგარიშგებები და კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაცია ვებგვერდზე განთავსდება და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის.
რეფორმის მიზანია საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, ანგარიშგებების სანდოობის ხარისხის ამაღლება, კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, კორპორატიული მართვის გაუმჯობესება, საგადასახადო ადმინისტრირების ეფექტურობის ზრდა და ევროკავშირის და მსოფლიოში წამყვანი პრაქტიკის გაზიარება და დანერგვა. 
რეფორმის განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კომპანიების საქმიანობის ეფექტურობის გაზრდასა და მათ ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბაზარზე. 
 
გაუმჯობესებული ანგარიშგების ხარისხი მცირე და საშუალო კომპანიებს დაეხმარება საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის უფრო ეფექტურად წარმართვაში. კერძოდ, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშგება ბანკთან კომუნიკაციისას კომპანიის სანდოობას გაზრდის და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს დააჩქარებს.
 
ბანკირისთვის, რომელიც კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შეფასებას ახორციელებს, მნიშვნელოვნად გამარტივდება და ვადებში დაჩქარდება ანალიზის პროცედურა, ეს კი ანალიტიკოსს საშუალებას მისცემს კომპანიის რეალურ საქმიანობაზე, ინდუსტრიასა და სექტორის ანალიზზე დახარჯოს მეტი დრო.
 
იმისათვის, რომ ბიზნესის წარმომადგენლებმა უმტკივნეულოდ შეძლონ ახალ სტანდარტებზე გადასვლა, თიბისი ბანკიმათ ინდივიდუალურ კონსულტაციებს და ჯგუფურ ტრენინგებს სთავაზობს. ნებისმიერი კომპანიის წარმომადგენლებს, მმართველ დირექტორებსა და ფინანსურ მენეჯერებს, შესაძლებლობა ეძლევათ დაესწრონ ტრენინგებს თიბისი ბიზნესის ახალ სივრცეში, რომელიც დეკემბერში გაიხსნება. ტრენინგებს ჩაატარებენ კვალიფიციური ექსპერტები, რომლებიც მონაწილეებს დეტალურად განუმარტავენ, თუ როგორ უნდა გახადონ თავიანთი კომპანიის ბიზნეს საქმიანობა უფრო გამჭვირვალე, კერძოდ, როგორ წარადგინონ და გაასაჯაროონ ანგარიშგებები კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
 
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული  დირექტივებისა და რეგულაციისსაფუძველზე, 2016 წელს ამოქმედდა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“  საქართველოსკანონი. აღნიშნული კანონის საფუძველზე შეიქმნა ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა დააუდიტის ზედამხედველობის სამსახური, რომელიც საქმიანობას ახორციელებს ორი ძირითადი მიმართულებით:საწარმოების ფინანსური, ასევე არაფინანსური ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და აუდიტის სფეროსრეგულირება/ზედამხედველობა.
 
ახალი სტანდარტებით ფინანსური ანგარიშგება სავალდებულო ხდება 2018 წლის იანვრიდან. კანონის მოთხოვნების უგულვებელყოფის შემთხვევაში, ამოქმედდება შესაბამისი სანქციები, მათ შორის, წერილობითი გაფრთხილება, ფულადი ჯარიმა და მმართველობითი ორგანოს წევრისთვის ფუნქციების განხორციელების აკრძალვა.
 
ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ინიციატივითა  და თიბისი ბანკის მხარდაჭერით, გაიმართა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა, სადაც მიმდინარე რეფორმის განხილვა მოხდა. პრეზენტაციები წარადგინეს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგგილემ ნიკოლოზ ქურდიანმა, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა იური დოლიძემ და Savvy Consulting-ის მმართველმა პარტნიორმა მარიამ ქოიავამ.
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...