1 4 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„საქართველოს რკინიგზამ“ პროფესიული დღესასწაული აღნიშნა

“საქართველოს რკინიგზამ”,  პროფესიული დღის აღსანიშნავ საზეიმო საღამოზე, წლის გამორჩეული თანამშრომლები  ხაშურის სავაგონო დეპოში დააჯილდოვა. რკინიგზელებისათვის, ღონისძიებაზე გასამგზავრებლად, დაინიშნა და შესრულდა სპეციალური რეისი-Stadler Kiss-ის მატარებლით. ადგილზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ სადღესასწაულოდ მოწყობილ გარემოში დაეთვალიერებინათ  ახალი ტექნიკა,  გაცნობოდნენ რკინიგზის მუზეუმში დაცულ უძველეს ნივთებს  და მოესმინათ საუკეთესო „რკინიგზული“ ბენდისთვის.

 «საპატიო რკინიგზელი», «თავდადებული რკინიგზელი», «საიმედო მემანქანე», «რკინიგზის ვეტერანი», «ინოვატორი რკინიგზელი», «საუკეთესო მენეჯერი», «ყველაზე პროდუქტიული რკინიგზელი», «საუკეთესო კოლეგა», «ყველაზე ოპერატიული რკინიგზელი», «სამაგალითო რკინიგზელი დედა», «სანიმუშო რკინიგზელი», «საუკეთესო გუნდი», «მოძრაობის უსაფრთხოების საუკეთესო დამცველი» და «წლის საუკეთესო პროფესია»-ეს ის 14 ნომინაციაა, რომლის მიხედვითაც  125  გამორჩეული რკინიგზელი გამოვლინდა.

გამარჯვებულებს,  ფულადი პრემიები და ფასიანი საჩუქრები სიგელებთან ერთად, სს „საქართველოს რკინიგზის“   გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ და ფილიალების დირექტორებმა გადასცეს.

 „ძვირფასო რკინიგზელებო, გილოცავთ რკინიგზელთა დღეს! მადლიერებას და ღრმა პატივისცემას გამოვხატავ თითოეული თქვენგანის მიერ შეტანილი წვლილისათვის ჩვენი კომპანიის განვითარების გზაზე! დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ძალისხმევით წინ ბევრი წარმატება გველის,“ - განაცხადა  ღონისძიების საზეიმო გახსნის ცერემონიაზე  სს „ საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...