1 6 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ქართული შრიფტი გრანშანის არალათინური შრიფტების საერთაშორისო კვირეულზე

გრანშანის (GRANSHAN) არალათინური ფონტების და ტიპოგრაფიის კვირეულზე, რომელიც წელს ერევანში იმართება,  ქართველი ტიპოგრაფიკოსების ნამუშევრები  პირველად იქნება წარმოდგენილი. 

ნამუშევრების გამოფენაზე წარდგენა ასოციაცია „ქართული შრიფტის“ ორგანიზებითა და თიბისი ბანკის პროექტის #წერექართულად მხარდაჭერით ხორციელდება. 

კვირეულზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა თაობის ქართველი მხატვრების მიერ სხვადასხვა დროს შექმნილი შრიფტები, მათ შორის ხელით შესრულებული და პოლიგრაფიული შრიფტისა და ფონტების ნიმუშები. 

ნამუშევრებს გრანშანის კვირეულზე გრაფიკოს-დიზაინერი, ტიპოგრაფიკოსი ნინო ჯიშკარიანი წარადგენს. 

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია კონფერენციის გამართვაც, სადაც ტიპოგრაფიის თემაზე კვლევები იქნება წარმოდგენილი. კონფერენციას  წელს 40-მდე მკვლევარი დაესწრება მსოფლიოს სხვადასხვა  ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან. შრიფტის დიზაინერი, ტიპოგრაფიკოსი გიგა ხატიაშვილი კონფერენციაზე ისაუბრებს ქართული შრიფტის წარმომავლობაზე, მის განვითარებასა და პრობლემატიკაზე, ასევე თიბისი ბანკის  პროექტის  #წერექართულად შესახებ. 

გრანშანის მიზანს არალათინური შრიფტის პოპულარიზაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. კონკურსში მონაწილეობას იღებენ არამარტო ისეთი დამწერლობები, რომლებიც მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება, არამედ  ისეთებიც, რომლებსაც მხოლოდ მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი იყენებს და მივიწყების საფრთხის წინაშეა. 

კვირეულის ფარგლებში,  კონკურსისა და კონფერენციის გარდა გაიმართება ფონტების გამოფენა და საუკეთესო ფონტების გამოვლენის ღონისძიება. 

წელს გრანშანის საიუბილეო თარიღია და მისი დაარსებიდან 10 წელი  აღინიშნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...