1 6 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„შენგენის კალკულატორის“ გამოყენებით რეკომენდირებულია შემოწმდეს ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე ყოფნის ნებადართული დღეების რაოდენობა!

ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში ვიზის გარეშე გამგზავრება შესაძლებელია მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით - ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში 90 დღით. ზედმეტად ერთი დღით დარჩენაც კი იწვევს უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევას და შესაძლებელია მოყვეს ფულადი ჯარიმა, ევროკავშირის ტერიტორიაზე შემდეგი მოგზაურობის შეზღუდვა და ასე შემდეგ.

თუ როგორ უნდა დავთვალოთ სწორად ევროპის ქვეყნებში მოგზაურობის დღეების რაოდენობა კომპანია Free Travel-ის სავიზო კონსულტანტი თამარ კახიანი გვესაუბრა.

რა იგულისხმება „ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში 90 დღე“?
გამოთქმა " ნებისმიერი 180 -დღიანი პერიოდის განმავლობაში’’ გულისხმობს შემდეგს: 180 -დღიანი პერიოდი არის "მოძრავი’’, ანუ ის ყოველთვის უშუალოდ უსწრებს თარიღს, რომლის მიხედვითაც გამოიანგარიშება ყოფნის საერთო ხანგრძლივობა  უკანასკნელი 180 დღის განმავლობაში   90/180 დღის წესის მოთხოვნის დაცვის  შემოწმების მიზნით. 

გარდა ამისა, ეს ნიშნავს, რომ   უწყვეტი არყოფნა 90 დღის განმავლობაში  იძლევა ახალი 90 დღიანი ვადით ყოფნის საშუალებას.


რომელ ქვეყნებში ვრცელდება ეს წესი?
ბულგარეთში, ხორვატიაში, ირლანდიაში, რუმინეთში, დიდ ბრიტანეთსა და კვიპროსზე  ყოფნა არ უნდა იყოს გათვალისწინებული, რადგან ეს ქვეყნები  (ჯერ) არ არიან   შენგენის ზონის წევრები,  რომელსაც არ გააჩნია შიდა საზღვრები. ამავდროულად ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია არ წარმოადგენენ რა ევროკავშირის წევრ-ქვეყნებს, მიეკუთვნებიან შენგენის ზონას, ამიტომ მოკლევადიანი ვიზიტი ამ ქვეყნებში გაითვალისწინება 90/180 დღის წესის  დაცვის განსაზღვრისას. 

გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ, რომ ცვლილებები არ ვრცელდება შეთანხმებაზე უვიზო რეჟიმის შესახებ, რომელიც დადებულია ევროკავშირსა და ანტიგუასა და ბარბუდას, ბაჰამის კუნძულებს, ბარბადოსს, ბრაზილიას, სენტ -კიტსისა და ნევისის ფედერაციას, მავრიკის და სეიშელის კუნძულებს  შორის, აქ მოქმედებას აგრძელებს განსაზღვრება " 3 თვე 6- თვიანი პერიოდის განმავლობაში  პირველი შესვლის შემდეგ’’. რეკომენდირებული არ არის წინამდებარე გამომთვლელის გამოყენება  ამ 7 ქვეყნის მოქალაქეებთან მიმართებაში.

ევროკავშირის არა წევრი   ქვეყნის მოქალაქეების ყოფნის ხანგრძლივობა, რომლებმაც  ვიზა მიიღეს   ევროკავშირსა და ზოგიერთ მესამე ქვეყანასთან გაფორმებული გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმების შესაბამისად,  უნდა გამოითვალოს  ახალი მეთოდით, რადგან ეს შეთანხმებები ითვალისწინებს ვადას " 90 დღე 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში’’. 

" 90 დღე 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში გამოანგარიშების დროს, ვუთითებთ თუ არა პერიოდს, როდესაც საქართველოსა და შენგენის წევრ ქვეყნებს შორის მიმასვლა ვიზით იყო შესაძლებელი?

რა თქმა უნდა ვუთითებთ, რადგანაც ეს წესი ვრცელდებოდა უვიზო მიმოსვლის შეთანხმებამდეც.

გამსხვავაება არის მხოლოდ შემდეგი, 2017 წლის 28 მარტიდან შენგენის წევრ ქვეყნებში მოგზაურობა " 90 დღე 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში ვიზის გარეშე არის შესაძლებელი.

როგორ უნდა დავიზღვიოთ თავი და სწორად დავთვალოთ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში ყოფნის დღეები?

რეკომენდირებულია გამგზავრებამდე და თითოეული მოგზაურობის დროს „შენგენის კალკულატორის“ გამოყენებით შემოწმდეს შემდეგ ლინკზე: https://ec.europa.eu/assets/home/visa-calculator/calculator.htm?lang=en

გამომთვლელი შემუშავებულია მოქალაქეებისა და წევრი ქვეყნების უფლებამოსილი ორგანოების მიერ  სარგებლობისთვის  90/180 დღის წესის გამოსაყენებლად. გამომთვლელი  წარმოადგენს მხოლოდ დამხმარე ხელსაწყოს და არ იძლევა მისი საშუალებით გამოთვლილი ვადით ყოფნის უფლებასკანონმდებლობის დებულებათა შესრულება და გადაწყვეტილების მიღება ყოფნის ნებადართული ვადის  ან ასეთი ვადის გადაჭარბების შესახებ  ყოველთვის წარმოადგენს წევრი ქვეყნების უფლებამოსილი ორგანოების (კერძოდ კი სასაზღვრო სამსახურების) კომპეტენციას. 

მიუხედავად იმისა, რომ გამოქვეყნებამდე გამომთვლელმა გაიარა გულდასმითი ტესტირება , შეცდომები მის მუშაობაში გამორიცხული არ არის. პროგრამა დაწერილია JavaScript ბაზაზე და მისი გამოყენებისთვის საჭირო არ არის არც  კომპიუტერში რაიმე დამატებითი პროგრამის ინსტალაცია, არც ინტერნეტი. მიუხედავად ამისა პროგრამით მუშაობისთვის აუცილებელია ინტერნეტ-ბრაუზერი (მაგ. Explorer, Mozilla, Chrome). 

გამომთვლელი განკუთვნილია მხოლოდ  90/180 დღის წესის დაცვის შემოწმებისთვის.  მესამე ქვეყნებისა მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში ყოფნის ნებადართული ვადა (იმ შემთხვევაში, თუ მათთვის სავალდებულოა ვიზის მიღება) , ნათლადაა მითითებული ვიზაში და ხშირად არ შეესაბამება 90 დღეს (ეს არის მაქსიმალური ნებადართული ვადა). გარდა ამისა, ნებადართული ვიზიტი უტოლდება ვიზის მოქმედების ვადას. გამომთვლელის მიერ მხარდაჭერილი არ არის გამოთვლები, თუ ვიზაში მითითებული ნებადართული  ვადა შეადგენს 90 დღეზე ნაკლებს 180 დღის პერიოდში, და არ ითვალისწინებს ვიზის მოქმედების ვადას. წინა შესვლებისა და გამოსვლების თარიღების საფუძველზე  პროგრამას შეუძლია "მხოლოდ’’ გამოითვალოს,  შეესაბამება თუ არა მესამე ქვეყნების  მოქალაქეების ყოფნა შენგენის ზონაში 90/180 დღის წესების მოთხოვნებს  და განსაზღვროს მომავალი ყოფნის  მაქსიმალური შესაძლო ვადა შესვლის სავარაუდო თარიღიდან. ამგვარად, მოკლევადიანი ვიზის (კატეგორია  “С”) მფლობელებმა უნდა შეამოწმონ ვიზის მოქმედების ვადა და  ყოფნის ნებადართული ვადა, მითითებული  ვიზაში.

როგორ უნდა ვისარგებლოთ „შენგენის კალკულატორით“ ?

განგიმარტავთ, თუ როგორ უნდა შეიყვანოთ თითოეული მონაცემი სწორად, რომ რაიმე შეცდომა არ დაუშვათ:

გამომთვლელი მუშაობს ორ რეჟიმში: "კონტროლი’’ – Control და " დაგეგმვა’’ – Planning.


1. რეჟიმში "კონტროლი’’ გამოითვლის წინა ან მიმდინარე ვიზიტების საერთო ხანგრძლივობას, იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ, შეესაბამებოდა/შეესაბამება თუ არა პირის ყოფნა შენგენის ზონაში 90/180 დღის წესს (საკონტროლო თარიღზე). გამომთვლელი განსაზღვრავს გადაჭარბებულია თუ არა ვიზიტის მაქსიმალური  ვადა 90 დღე შესაბამისი საანგარიში 180 დღიანი პერიოდისთვის. თუ წესი დაცულია, გამომთვლელი გამოიტანს შემდეგ შეტყობინებას: " საანგარიშო პერიოდში ვიზიტის ვადა არ არის გადაჭარბებული’’. ასევე, უთითებს  ნებადართული ყოფნის უკანასკნელი დღის თარიღს 90/180 -დღის წესის დაცვის შემთხვევაში(ყოფნა შესაძლებელია დდ/თთ/წწ -მდე’’). იმ შემთხვევაში, თუ წესი დაცული არ არის , გამომთვლელი გამოიტანს საანგარიშო 180 დღიანი პერიოდის განმავლობაში ყოფნის დღეების რაოდენობას (" ყოფნის დღეები საანგარიშო 180 დღიანი პერიოდში  დდ/თთ/წწ - დან  დდ/თთ/წწ -მდე : X დღე’’) , ასევე დროის შესაძლო მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც მოხდა ყოფნის ვადების გადაჭარბება(" შესაძლებელია, ვიზიტის ვადის გადაჭარბება მოხდა  პერიოდში  დდ/თთ/წწ - დან  დდ/თთ/წწ -მდე ( X დღე)’’).


2. რეჟიმის " დაგეგმვა’’ მიზანია   ინფორმაციის მიწოდება  შენგენის ზონაში ყოფნის  მაქსიმალური ვადის შესახებ რომელიმე მომავალი თარიღისთვის.   ეს თარიღი, როგორც პირველი შესვლის თარიღი,  შეიყვანება ზედა მარცხენა გრაფაში - "შესვლის/კონტროლის თარიღი’’.  შესაბამისი  საანგარიშო 180 დღიანი პერიოდის წინა ვიზიტების (შესვლისა და გამოსვლის) მიხედვით გამომთვლელი გამოიტანს შეტყობინებას: " ყოფნა შეიძლება ნებადართული იყოს ვადით   ---  -მდე: X დღე’’)  ან , ვიზიტის  ნებადართული ვადის გადაჭარბების შემთხვევაში გამოიტანს ინფორმაციას, ანალოგიურს  რეჟიმისთვის " კონტროლი’’.

როგორ შევიყვანთ თარიღები?

გამომთვლელი გამოიყენებს თარიღის  შემდეგ ფორმატს - The date  must be on the following format ddmmyy or dd/mm/yy: დდ/თთ/წწ/ (მაგალითად 01/01/17   2017 წლის 1 იანვრისთვის). ნიშანი “/” შეყვანა საჭირო არ არის (მაგალითად , 2017 წლის 1 იანვარი კლავიატურაზე  იკრიფება როგორც 010117). თარიღის ფორმატის დარღვევის შემთხვევაში ეკრანზე გამოდის შემდეგი შეტყობინება: “ თარიღი  დდ/თთ/წწ/ მითითებულია შეცდომით “.

“ შესვლის/კონტროლის თარიღი:” - Date of entry/Control:  გამომთვლელი ავტომატურად აჩვენებს მიმდინარე კალენდარულ თარიღს , რომელიც შეიძლება შეიცვალოს ხელით. კონტროლის რეჟიმში ეს გრაფა აღნიშნავს “ კონტროლის თარიღს”,  დაგეგმვის რეჟიმში- “შესვლის თარიღს”. 

“ შეიყვანეთ შენგენის ზონაში წინა ვიზიტის თარიღები:” -Enter previous stay(s)

in the Schengen area: პირველ სვეტში იწერება შესვლის თარიღები, ხოლო მეორეში-გამოსვლის თარიღები. მესამე სვეტი აჩვენებს ვიზიტის  ვადას, რომელსაც გამომთვლელი ავსებს ავტომატურად ღილაკზე " გამოთვლა’’ დაჭერისას.  მომხმარებერლმა ეს სვეტი არ უნდა შეავსოს. შესვლის/გამოსვლის თარიღების შეყვანისას , ასევე გამოიყენება თარიღის  6-ნიშნიანი  ფორმატი “დდთთწწ”. კლავიატურაზე კლავიშის “Tab”  გამოყენებით შესაძლებელია ერთი გრაფიდან მეორე გრაფაში გადასვლა.   

თუ ეკრანზე გამოდის სამი სვეტი, აუცილებელი არ არის შესვლისა და გამოსვლის თარიღების მითითება ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, მაგრამ შესვლის თარიღი  უნდა ჩაიწეროს შესაბამის გამოსვლის თარიღთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში გამომთვლელი  გამოიტანს შემდეგ შეტყობინებას: “შესვლის თარიღი დდ/თთ/წწ არის გამოსვლის თარიღზე დდ/თთ/წწ გვიან.  ვიზიტის ვადის გამოთვლა შეუძლებელია” The stay with entering date dd/mm/yy is later than the exit date dd/mm/yy. Calculation of stay is not possible .

ღილაკზე "პასპორტი’’ დაჭერისას  ეკრანზე გამოდის მხოლოდ ერთი სვეტი. ეს რეჟიმი საშუალებას იძლევა შეყვანილ იქნას შესვლისა და გამოსვლის თარიღები  შემთხვევითი (თავისუფალი) თანმიმდევრობით; შესატყვისობას გამომთვლელი განსაზღვრავს  ავტომატურად. თუმცა ასეთ შემთხვევაში აუცილებელია დაიყოს შესვლის (შესვლის 6-ნიშნა თარიღის  წინ  “+”   ნიშნის დასმით) და გამოსვლის (გამოსვლის  6-ნიშნა თარიღის  წინ  “-”   ნიშნის დასმით) თარიღები, მაგალითად  +010117  იწერება  2017 წლის 1 იანვარს შესვლის შტამპის აღსანიშნავად, ხოლო -010217 - 2017 წლის 01 თებერვალს გამოსვლის შტამპის აღსანიშნავად . ფუნქციის პასპორტი”  უპირატესობას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ გამომთვლელი ავტომატურად  პოულობს  შესვლისა და გამოსვლის შესატყვის თარიღებს. ეს ფუნქცია ძირითადად განკუთვნილია სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებისთვის. 

იმისგან დამოუკიდებლად, ჩართულია თუ არა გამომთვლელში რეჟიმი "პასპორტი’’  გამომთვლელი ვერ ჩაატარებს გამოთვლებს შესვლის ან გამოსვლის არასაკმარისი თარიღის შემთხვევაში.   ამ დროს გამოდის შეტყობინება: " ვიზიტის ვადის გამოთვლა შეუძლებელია’’ . შესაბამისად , თუ თქვენ (ან  ვიზიტორი პირი) აგრძელებთ ყოფნას შენგენის ზონაში, რომელიმე თარიღთან(საკონტროლო თარიღთან) დაკავშირებით  90/180 დღის წესის დაცვის შემოწმების მიზნით, შეიყვანეთ  ეს თარიღი , როგორც გამოსვლის (უკანასკნელი) თარიღი. 

შეამოწმეთ პასპორტში შესვლისა და გამოსვლის შტამპები , დასმული  შენგენის ზონის უფლებამოსილი ორგანოების მიერ უკანასკნელი 180 დღის განმავლობაში და  შესვლისა და გამოსვლის მითითებული თარიღები შეიყვანეთ  კალკულატორში  ზემოთ მოყვანილი პროცედურის დაცვით.  გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ შემდეგს: ვიზიტის პერიოდები , დაკავშირებული ცხოვრების უფლებასთან ან გრძელვადიან ვიზასთან (კატეგორია “D”)  არ უნდა იყოს გათვალისწინებული გამოთვლების ჩატარებისას.   შესაბამისად, შესვლისა და გამოსვლის თარიღები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) , დაკავშირებული შენგენის შეთანხმების რომელიმე სახელმწიფოში ცხოვრებასთან, არ უნდა იყოს შეყვანილი. 

მონაცემების ჩამოყრა:  შეყვანილი მონაცემის ჩამოყრისთვის დააჭირეთ ღილაკს: “ჩამოყრა”. მონაცემები ცალკეული გრაფებიდან შეიძლება წაიშალოს  თქვენი კომპიურეტის კლავიატურაზე ღილაკის  “Delete” მეშვეობით.

გთხოვთ, გააგზავნოთ ინფორმაცია შესაძლო ტექნიკური (!) პრობლემების შესახებ (მაგ. პროგრამული შეცდომები) მისამართზე: [email protected] 

გთავაზობთ რამოდენიმე მაგალითს, რომლებიც თვალსაჩინოდ წარმოგიდგენენ  90/180 დღის წესის გამოყენებასა და გამომთვლელით სარგებლობას.

თუ ვიზა საჭირო არ არის:

მოქალაქეს არ ესაჭიროება ვიზა შენგენის ზონაში შესვლისთვის. პირველად ის შევიდა 2017 წლის 1 იანვარს, გამოვიდა იმავე დღეს. შემდეგ ის ისევ შევიდა 2017 წლის 1 ივნისს და იმყოფებოდა შენგენის ზონაში 2017 წლის 20 სექტემბრამდე. როგორ იცვლება შესაძლო ყოფნის ვადები სხვადასხვა თარიღებში? როდის უნდა დატოვოს ამ მოქალაქემ შენგენის ზონა 90/180 დღის წესების შესაბამისად?

15.06.2017: უკანასკნელი 180 დღის განმავლობაში (18.12.2016 – 15.06.2017) ეს მოქალაქე შენგენის ზონაში იმყოფებოდა 1 დღე (1.1.2017) პლუს 15 დღე (01.06 – 15.06.2017) ⇒ 16 დღე = ვიზიტის ნებადართული ვადა არ არის დარღვეული; 90/180 დღის წესი დაცულია.

29.08.2017:  უკანასკნელი 180 დღის განმავლობაში (03.03.2017 – 29.08.2017) ეს მოქალაქე შენგენის ზონაში იმყოფებოდა  90 დღე (01.06.2014 – 29.08.2014) ⇒ 29.08.2017= ნებადართული ვადის უკანასკნელი დღე.

 

მოქალაქე შედის შენგენის ზონაში 2017 წლის 1 იანვარს და გამოდის 2017 წლის 10 იანვარს (10 დღე), შემდეგ შედის და გამოდის შესაბამისად 2017 წლის 1 მარტს და 2017 წლის 30 მარტს (30 დღე) და ბოლოს, შედის 2017 წლის 1 მაისს და გამოდის 2017 წლის 9 ივნისს (40 დღე). როგორ იცვლება შესაძლო ყოფნის ვადები სხვადასხვა თარიღებში?  რა ვადით შეუძლია მოქალაქეს კიდევ შევიდეს შენგენის ზონაში 90/180 დღის წესების დაცვით?

20.06.2017 წ.: მოქალაქეს შეუძლია შევიდეს შენგენის ზონაში მაქსიმუმი 20 დღით [" ნარჩენი’’ 10 დღე ნებადართული 90 დღიდან (20-29.06) პლუს დამატებითი 10 დღე იმის გამო, რომ 30.06.2017 წ. მდგომარეობით აღარ  გაითვალისწინება 02.01.2017 წ. ვიზიტი და ა.შ. რადგან ეს ვიზიტები მოქცეულია  საანგარიშო 180 დღიანი პერიოდის ფარგლებს გარეთ

  

07.08.2017: აღნიშნულ მოქალაქეს ასევე  შეუძლია შევიდეს შენგენის ზონაში  მაქსიმუმ 20 დღით (განმარტება მოცემულია ზევით) , რადგან ყოფნის 30 დღიანი პერიოდი, დაწყებული 01.03.2017 წ.-დან აღარ გაითვალისწინება მხოლოდ 28. 08. 2017 -დან (რამდენადაც  შესაბამისი 180 დღიანი საანგარიშო პერიოდის  დასაწყისია 02.03.2017). შესაბამისად, მან შენგენის ზონა უნდა დატოვოს  26. 08. 2017 წ., რამდენადაც ამ დღეს იწურება 90 დღე 180 დღიანი საანგარიშო პერიოდისა.

08.08.2017 წ. : აღნიშნული მოქალაქეს შეუძლია შევიდეს შენგენის ზონაში მაქსიმუმი 50 დღით [" ნარჩენი’’ 10 დღე ნებადართული 90 დღიდან პლუს დამატებითი 10 დღე იმის გამო, რომ 30.06.2017 წ. მდგომარეობით აღარ  გაითვალისწინება 01.01.2017 წ. ვიზიტი, პლუს 30 დღე , რადგან  28.08.2017 წ. აღარ გაითვალისწინება ვიზიტის ვადა, დაწყებული 01.03.2017 წ., რადგან ეს ვიზიტები მოქცეულია  საანგარიშო 180 დღიანი პერიოდის ფარგლებს გარეთ ]

 

08.09.2017: აღნიშნულ მოქალაქეს შეუძლია შევიდეს შენგენის ზონაში მაქსიმუმი 90 დღიანი უწყვეტი ვიზიტით. 90 დღიანი უწყვეტი არყოფნა (10.06.2017 წლიდან 07.09.2017 წლამდე პერიოდში ) ყოველთვის ნიშნავს შემდგომი  90 დღიანი უწყვეტი ვიზიტის შესაძლებლობას.

არის კიდევ რაიმე ინფორმაცია, რაც უნდა გავითვალისწინოთშენგენის კალკულატორისგამოყენების დროს? მაქსიმალურად შევეცადე, რომ ყველა დეტალი მომეწოდებინა. თუმცა, თუკი რაიმე დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მობრძანდეთ „Free Travel“-ის ოფისში:

 

მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N175,
ქ. ბათუმი, კ. გამსახურდიას N38, 
ან დაგვიკავშირდით:
მობილური: +995 599039922; +995 595479955;

ვებ.გვერდი: www.FreeTravel.ge
ელ.ფოსტა: [email protected]; [email protected];
Skype: LTDFreeTravel
https://www.facebook.com/FreeTravelLTD/  

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები