1 6 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პაშა ბანკი Caspian Energy -ის მიერ ჩატარებული პირველი CEO Lunch Tbilisi -ის პარტნიორია

29 სექტემბერს Caspian European Club-ის და Caspian American Club-ის ორგანიზებით საქართველოში პირველად გაიმართა CEO Lunch Tbilisi-ის შეხვედრა. აღნიშნული ღონისძიება Caspian Energy-ს მიერ საქართველოში თავისი საქმიანობის განახლებას უკავშირდება. CEO Lunch Tbilisi-ის ფარგლებში გაიმართება აზერბაიჯანული და ქართული კომპანიების დირექტორთა შეხვედრები. 

ღონისძიებას საპატიო სტუმრების სახით ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი. 

შაინ მამმადოვმა, პაშა ბანკი საქართველოს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, სტუმრებს პრეზენტაციის სახით წარუდგინა პაშა ბანკის პროექტები და ფინანსური შედეგები დაარსებიდან დღემდე. მან ასევე ხაზი გაუსვა CEO Lunch Tbilisi-ის მნიშვნელობას ორი ქვეყნის ბიზნეს-წრეების დაახლოვებისთვის. ბ-ნმა გიორგი კვირიკაშვილმა პაშა ბანკს სპეციალური სამადლობელო სერტიფიკატი გადასცა პროექტის მხარდაჭერისთვის. 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს. მისი სიტყვებით: „ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს ახალი ბიზნეს კონტაქტების დამყარებას არა მხოლოდ საქართველოსა და აზერბაიჯანს, არამედ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს შორისაც.“  მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას და აზერბაიჯანი ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი და სასურველი მხარეა.

„ვიმედოვნებ, რომ ქართველი ბიზნესმენებიც დაინტერესდებიან აზერბაიჯანის ბაზრით და იქაც განავითარებენ თავის საქმიანობას.“ - განაცხადა ბ-ნმა გიორგი კვირიკაშვილმა. 

Caspian European Club-ის და Caspian American Club-ის გენერალურმა დირექტორმა ტელმან ალიევმა ასევე გაუსვა ხაზი CEO Lunch Tbilisi-ის მნიშვნელობას - ღონისძიების, რომელიც კომფორტულ, არაფორმალურ გარემოს შექმნის საქმიანი ურთიერთობების და მოლაპარაკებებისთვის. 

CEO Lunch Tbilisi-ის შეხვედრები ყოველი თვის ბოლო პარასკევს ჩატარდება, შემდეგი შეხვედრა 27 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...